როგორ გავცეთ ეფექტური პასუხები გასაუბრებაზე 30 წამში - ბილ გეითსის რჩევები | Allnews.Ge

როგორ გავცეთ ეფექტური პასუხები გასაუბრებაზე 30 წამში - ბილ გეითსის რჩევები

კომპანიების Microsoft- სა და Bill & Melinda Gates Foundation-ის დამფუძნებელმა, ყველასთვის ცნობილმა ბილ გეითსმა ათასობით ადამიანი დაიქირავა.

ცნობილია, რომ გლობალური პოპულარობის მოხვეჭამდე გეითსი თანამშრომლობის კანდიდატებს თავად ესაუბრებოდა. ციფრული ეპოქის შემქმნელი მის გამოცდილებას გვიზიარებს.

YouTube– ის ახალი სერიალის - „შთაგონების სახელმწიფოს“ ინტერვიუში, NBA– ს ვარსკვლავმა სტივენ კერიმ გეითსს სთხოვა, გადაცემისთვის უმცროსი პროგრამული ინჟინრის როლი ეთამაშა, რომელსაც Microsoft– ში დასაქმება სურს, - წერს Forbes.com-ი.

გთავაზობთ მნიშვნელოვან დეტალებს გასაუბრებიდან. გეითსი ე.წ. დამსაქმებელს ლაკონურ პასუხებს სცემს. ინტერვიუს ბოლოს მეცენატი კოლეჯის კურსდამთავრებულებს ან ახალგაზრდა პროფესიონალებს მოუწოდებს, რომ მსგავსი პრაქტიკა მათაც დანერგონ.

ჩვენს შემთხვევაში გავიხილავთ სამ მნიშვნელოვან შეკითხვას, რომელსაც გასაუბრებაზე ყველა დამსაქმებელი დაგისვამთ.

სტივენ კარი: რატომ უნდა დაგიქირავოთ?

ბილ გეიტსი: თქვენ უნდა გადახედოთ ჩემს მიერ დაწერილ კოდებს. მე ვწერ პროგრამებს, რომლებიც გავლილი მაქვს გაკვეთილებს მიღმა. ვფიქრობ, დროთა განმავლობაში უკეთესი გავხდი, ასე რომ, საკმაოდ ამბიციური ვარ.

ვფიქრობ, შემიძლია კარგად ვიმუშაო ადამიანებთან. შეიძლება ცოტა მკაცრად გავაკრიტიკო მათი პროგრამული კოდი, მაგრამ საერთო ჯამში, მომწონს გუნდში ყოფნა. მე ამბიციური მიზნები მაქვს, მომწონს იმაზე ფიქრი, თუ როგორ შეგვიძლია განვავითაროთ მომავალი.

თავის პასუხში გეითსი ლაკონურია. 30 წამზე ნაკლებ დროში, ის დამსაქმებელს აწვდის მოკლე შინაარსს მის შესახებ, თუ რატომ ღირს სამსახურში მისი აყვანა.

ხაზგასასმელია ერთი დეტალი - გეითსი არ იყენებს ისეთ აბსტრაქტულ ცნებებს, როგორიც არის “სურვილი მაქვს“, “იქნებ შევძლო“ და ა.შ. იგი კონკრეტულ საკითხზე საუბრობს, მზად არის სიახლისთვის და ინტერვიუერს ეუბნება, რომ "პროგრამული უზრუნველყოფა მაგარია".

პასუხი ასევე აჩვენებს გეითსის მაღალ სტანდარტებს. დღეს ყველა დამსაქმებელი სწორედ “ხარისხიან“ თანამშრომელს ეძებს, რომელსაც სირთულეების არ შეეშინდება.

სტივენ კარი: რა არის თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები და როგორ შეძლებთ ინტეგრირებას გუნდში?

ბილ გეიტსი: არ ვარ ის ადამიანი, ვინც ბევრი იცის მარკეტინგის შესახებ. არ მომეწონებოდა გამყიდველად ყოფნა. აღფრთოვანებული ვარ თქვენს მიერ გამოცხადებული ვაკანტური პოზიციით.

თუ თქვენ გყავთ გუნდი, რომელსაც ესმის მომხმარებლების, გაყიდვების, მარკეტინგის, სიამოვნებით ვითანამშრომლებ მათთან. ვისწავლი ბევრ ახალ საკითხს, თუმცა მათ ნამდვილად ვერ ჩავანაცვლებ.

მომდევო 30 წამიან პასუხში ნათლად და კონკრეტულად ჩანს, რომ გეითსმა ძალიან კარგად იცის თავისი ძლიერი მხარეები, სად ხედავს გუნდში საკუთარ თავს და სად არა. ინტერვიუერს მკაფიოდ დაანახა, რომ არ ეძებს მარკეტინგულ სამუშაოს. ის არის სუფთა ინჟინერი.

გეითსი ყურადღებას აქცევს სისუსტეს, არ გვთავაზობს ჩვეულებრივ პასუხს, როგორიცაა - "მე ვარ პერფექციონისტი", “ყველაფერს შევძლებ, ოღოდ დამასაქმეთ“. პასუხიდანვე ცხადია, რომ თუ მას გასაუბრებაზე უარს ეტყვიან, მისნაირი პროფესიონალი სამსახურის გარეშე არ დარჩება, რადგან საკუთარ შესაძლებლობებს რეალურად აფასებს.

„მაიკროსოფტის“ აღმასრულებელი დირექტორი სატია ნადელა თავის წიგნში Hit Refresh, წერდა, რომ ის და გეითსი ეძებენ ადამიანებს, რომლებიც სწავლით არიან გატაცებული. "ყველაფერი ისწავლე" უფრო სასურველია, ვიდრე "ყველაფერი იცოდე".

გეითსი ინტერვიუერს შეახსენებს, რომ ის მუდმივი მოსწავლეა. უყვარს ინდუსტრიის შესახებ კითხვა და წარსულის შეცდომებზე სწავლა.

განაგრძეთ კითხვა