ჯანლუკა ვაკი- მილიონერი „ფლეიბოი ბაბუა“, რომელმაც ცხოვრება 50 წლის შემდეგ დაიწყო | Allnews.Ge

ჯანლუკა ვაკი- მილიონერი „ფლეიბოი ბაბუა“, რომელმაც ცხოვრება 50 წლის შემდეგ დაიწყო

ორი ათეული წლის წინ სოციალურ ქსელში გამოჩნდა აქტიური, ქარიზმატული და საკმაოდ ენერგიული იტალიელი მეწარმე ჯანლუკა ვაკი. 50 წელს გადაცილებული მილიონერის ცეკვა მეგობარ გოგონასთან ერთად მთელს მსოფლიოს ელვის სისწრაფით მოედო, მათ შორის იყო საქართველოც.

ჯანლუკა საქართველოში იმდენად პოპულარული გახდა, რომ ერთ-ერთმა კომპანიამ იგი სარეკლამო რგოლში გადაიღო. ძვირფასი იახტები, ვილები, ფუფუნების საგნები, ეს ყველაფერი “იფლუენსერს“ ყველასთვის მიმზიდველს ხდის, თუმცა ცოტამ თუ იცის მისი განვლილი ცხოვრება, ციხეში გატარებული წლები და ზედმეტი წონა, რომელიც ახალგაზრდობაში აწუხებდა.

IMA - Industria Macchine Automatiche S.p.A-ს ინტერაქტიული ჯგუფის აქციონერის, კომპაიების Tesmec, FIN Vacchi Finanziaria Italian და First Investments SpA-ს მფლობელის ყოველთვიური სუფთა მოგება დღეს 1,5 მილიონ დოლარს შეადგენს. მისი კომპანიის ღირებულება კი 450 მილიონი დოლარია.

ბიოგრაფია

ჯანლუკა ვაკი 1967 წლის 5 აგვისტოს, იტალიაში, ბოლონიაში დაიბადა. დღეს უკვე ცნობილმა ინფლუენსერმა მშობლებთან ერთად უზრუველი ბავშვობა გაატარა. ჯანლუკას განათლებაზე მამა გასაკუთრებით ზრუნავდა. ვაკი იტალიური გვარია, რომელიც უძველესთა შორისაა. ჯანლუკას წინაპრები ბიზნესმენები და ხელოვანები იყვნენ. ერთ-ერთ ინტერვიუში ვაკიმ ახსენა მისი წინაპრები, რომელთა ნამუშევრები ფლორენციის ცნობილ გალერეაში Palazzo Pitti გამოიფინა.

მას ჰყავდა არგენტინელი ბებია, რომელმაც 7 წლის ასაკში საყვარელ შვილიშვილს ფორტეპიანოზე დაკვრა ასწავლა. აქედან დაიწყო მისი მუსიკით გატაცება, რაც დღეს მისი ცხოვრების სტილზეც აისახება. აღსანიშნავია, რომ ვაკი დღეს პოპულარული “DJ“-ია. როდესაც ჯანლუკა ახალგაზრდა იყო, ის მარცხენა შარვლის ფეხს ჯინსებზე, შარვალზე და შორტებზეც კი იკეცავდა. ეს ჩვევა დღემდე შემორჩა. სკოლის დამთავრების შემდეგ ჯანლუკა ბოლონიის უნივერსიტეტში, ეკონომიკისა და ვაჭრობის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, ბაკალავრის ხარისხი კი 1993 წელს მიიღო. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ 29 წლის ჯანლუკა საოჯახო ბიზნესში მუშაობდა. კომპანია IMA - Industria Macchine Automatiche S.p.A, რომელიც ბოლონიაში მდებარეობს, 1961 წელს ანდრეა რომაგნოლის და რენატო ტაინოს მიერ დაარსდა. 1963 წელს ვაჩის ოჯახმა IMA- ს აქციების უმეტესი ნაწილი შეიძინა. IMA Group თავიდავე ბევრი მიმართულებით ფუნქციონირებდა. მას შემდეგ, რაც ჯანლუკა საოჯახო ბიზნესის მართვაში ჩაერთო, კომპანიამ წამლის, კოსმეტიკის, საკვების, თამბაქოს, ჩაისა და ყავის გადამამუშავებელი და შეფუთვის ავტომატური მანქანების დიზაინსა და წარმოებაში მოწინავე პოზიციები დაიკავა.

კომპანიას აქვს ადგილობრივი საწარმოები ბოლონიასა და ფლორენციაში იტალიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, შვეიცარიაში, ესპანეთში, გაერთიანებულ სამეფოში, აშშ-ში, ინდოეთში, მალაიზიასა და ჩინეთში სხვა საწარმოო საიტებთან ერთად. ჯანლუკა 5,000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს, აქედან 2,600 უცხოეთში მუშაობს. ბიზმესნმენს შორეულ ახალგაზრდობაში ზედმეტი წონა აწუხებდა და მორცხვი ხასიათი ჰქონდა. გოგონებში არც ისე დიდი პოპულარობით სარგებლობდა. დასავლური ყვითელი მედიის ცნობით, ამის გამო ჯანლუკა ხშირად იყო ცუდ ხასიათზე, იმდენად განიცდიდა მის მდგომარეობას, რომ ბევრჯერ ღამით უტირია კიდეც. რამდენიმე წელიწადში ჯანლუკამ გაფართოება გადაწყვიტა, როგორც ჩანს წარმატებამ მორცხვ ჯანლუკას ძირეული ცვლილებებისკენ უბიძგა. ასე, ნელ-ნელა დაიწყო იტალიელმა ოფისის “ჭიამ“ “მაჩოდ“ გადაქცევა.

განაგრძეთ კითხვა