ვინ არის ხალხი, რომელიც 100 წელზე მეტია მიწის ქვეშ ცხოვრობს? | Allnews.Ge

ვინ არის ხალხი, რომელიც 100 წელზე მეტია მიწის ქვეშ ცხოვრობს?

ავსტრალიაში პატარა მაღაროელთა ქალაქი კუბერ-პედი მდებარეობს, რომელიც მთლიანად მიწის ქვეშაა გაშენებული. ქალაქი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს, სადაც უდაბნოს კლიმატია.

მიწისქვეშა ქალაქი 1915 წელს, მას შემდეგ შეიქმნა, რაც ამ ტერიტორიაზე ძვირფასი ქვის, ოპალის საბადო აღმოაჩინეს. მაღალი ტემპერატურის გამო, მაღაროელებმა მიწისქვეშ საცხოვრებელი ფართობი გათხარეს. მაღარო დღემდე მოქმედებს. იქ მომუშავე ზოგიერთი ადამიანი ჯერ კიდევ მიწის ზემოთ, 40 გრადუსიან სიცხეში ცხოვრობს, ხოლო მათ, ვინც მიწის ქვეშ ცხოვრება არჩია, საკმაო კომფორტი აქვთ შექმნილი.

მათ სახლებში გრილა, ტემპერატურა 24 გრადუსს არ სცილდება, ხოლო ტენიანობა 20%-ია. დიდი ხნის განმავლობაში კუბერ-პედის შესახებ ძალიან ცოტა ადამიანმა იცოდა. 1980-იან წლებში ავსტრალიის ამ უდაბნოს ათასობით ტურისტი მოაწყდა. 1981 წელს ადგილობრივმა უმბერო კორომ მიწის ქვეშ პირველი სასტუმრო "ააშენა". ახლა ქალაქში 3000-მდე ადამიანი ცხოვრობს და ისინი ყოველდღიურად აფართოვებენ მიწისქვეშა ქალაქის ტერიტორიას.

მიწისქვეშა ქალაქში, არსებობს რამდენიმე ეკლესია. ისინი ასევე დიდ ყურადღებას უთმობენ კულტურას. სპეციფიკური ლიფტების საშუალებით ადიან მიწის ზედაპირზე გოლფის სათამაშოდ, აქვთ ღია ცის ქვეშ კინოთეატრები. ასევე, არსებობს პარკირება მანქანების გაჩერების.