მსოფლიოს 10 დაუჯერებელი და გამაოგნებელი რეკორდი | Allnews.Ge

მსოფლიოს 10 დაუჯერებელი და გამაოგნებელი რეკორდი

გინესის რეკორდების წიგნი სავსეა გასაოცარი ამბებით; ყველა რეკორდსმენი შესაძლებლობათა მაქსიმუმს აკეთებს, რათა კონკურენტებს აჯობოს, ზოგი კი ბუნებამ განსაკუთრებული მონაცემებით დააჯილდოვა, თუმცა აქაც არის ზოგიერთი ისეთი რეკორდი, რომლის რეალურობის დაჯერება ძალიან ჭირს ან რომელიც განსაკუთრებით სახალისოა. ამ სტატიაში სწორედ ასეთ რეკორდებზე ვსაუბრობთ.

1. შვეიცარიელმა ფრედი როკმა ყოველგვარი დამცავი ღვედის გარეშე 3303 მეტრის სიმაღლეზე, გაჭიმულ ბაგირზე გაიარა. ეს რეკორდი 2011 წელს დამყარდა და ის დღემდე არავის გაუუმჯობესებია.

2. თურქი სულთან ქოზენი მსოფლიოში ყველაზე მაღალი ადამიანია. მისი სიმაღლე 251 სანტიმეტრს შეადგენს. აწ გარდაცვლილი ნეპალელი ჩანდრა ბაჰადურ დანგი კი ყველაზე დაბალი ადამიანი იყო მსოფლიოში 54, 6 სანტიმეტრი სიმაღლით.

3. მსოფლიოში მაღალ ქუსლებზე ყველაზე სწრაფად ბერლინელი იულია პლეხერი დარბის. 100 მეტრი 14, 2 წამში - ასეთია მისი რეკორდი.

4. ანიტა შვარცი ზემო ბავარიიდან არის. მან ლუდის  კათხების ტარებაში გინესის მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ქალმა მაგიდასთან ლუდით სავსე 19 კათხა ერთდროულად მიიტანა. 2008 წელს 21 კათხის მიტანაც სცადა, თუმცა უშედეგოდ.

5. რობი ჰენდრიკსონის კატა სტივი სახლის ყველაზე გრძელი კატა იყო მსოფლიოში. მისი სიგრძე 123, 2 სანტიმეტრს შეადგენდა. ამჟამად ყველაზე გრძელი სავანის კატა არქტურუსია, რომელიც მეორე მსოფლიო რეკორდსმენ კატასთან, კიგნუსთან ერთად ცხოვრობს.

6. ადამიანი-მაშხალა: ავსტრიელ ჯოე ტოედტლინგს ზუსტად 5 წუთის და 41 წამის განმავლობაში სხეულზე ცეცხლი ეკიდა, რითაც ის გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც ადამიანი, რომელიც ყველაზე დიდხანს იწვოდა. ის ასევე გახდა გინესის მსოფლიო რეკორდსმენი სხეულის მთლიანი დამწვრობით, რომელსაც ჟანგბადი არ დასჭირდა.

7. შვიდი მოზრდილი ძროხის ხორცს 10 მზარეული არჩევდა, რათა დაემზადებინათ მსოფლიოს უდიდესი შაურმა 2, 5 მეტრი სიგრძით და 1198 კილოგრამი წონით.

8. მარია ხოსე კრისტერნა მეხიკოში ცხოვრობს და 4 შვილს ზრდის. ის პირსინგის და ტატუს ოსტატია. ქალს მსოფლიოში ყველაზე მოდიფიცირებული სხეული აქვს.

9. მსოფლიოში ყველაზე დიდი ბიცეფსების მქონე მუსტაფა ისმაილის მკლავის გარშემოწერილობა 78 სანტიმეტრია და მას 500 კილოგრამის ჰაერში გაჩერება შეუძლია.

10. ჩინელმა ლინლინ ჯინმა 350 ჰულაჰუპით შეასრულა მოძრაობები და მსოფლიო რეკორდსმენი გახდა.