Tesla-მ ახალი ტეკილა გამოუშვა -რა ღირს სასმელი? | Allnews.Ge

Tesla-მ ახალი ტეკილა გამოუშვა -რა ღირს სასმელი?

Tesla-ს ინტერნეტ მაღაზიაში მორიგი სიახლე გამოჩნდა - პრემიუმ კლასის ტეკილა, რომელიც ლიმიტირებული ტირაჟით გამოვა და 250 დოლარი ეღირება. სასმელი გაყიდვაში სახელწოდებით – Tesla Tequila ჩაეშვა.

Tesla-ს საიტზე სასმისის აღწერილობაში ვკითხულობთ, რომ ის დამზადებულია 100 პროცენტით აჰავასგან. ასევე ის, გაყიდვამდე 15 თვე ინახებოდა ფრანგული მუხისგან დამზადებულ კასრებში, რის შემდეგაც ჩამოასხეს საფირმო ბოთლებში, რომლებიც ასევე ხელით არის შექმნილი. თუმცა, თავად სასმელის წარმოება კომპანიამ მაინც პროფესიონალებს ანდო, ეს არის კომპანია Nosotros Tequila.

გააგრძელეთ კითხვა