როგორია ცხოვრება მსოფლიოს ყველაზე მჭირდოდდასახლებულ ქვეყანაში? | Allnews.Ge

როგორია ცხოვრება მსოფლიოს ყველაზე მჭირდოდდასახლებულ ქვეყანაში?

ჰონგ-კონგი ქალაქ-სახელმწიფო და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონია, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიად ითვლება.

იქ, 1104 კმ²-ზე 7 მილიოზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ჰონგ-კონგს ერთ სულ მოსახლეზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემოსავალი აქვს, მაგრამ ამავე დროს განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი შემოსავლების უთანასწორობა.

ტერიტორიის სიმცირემ, ხელი შეუწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მაღალგანვითარებული სისტემის შექმნას, რომლითაც მოსახლეობის 90% სარგებლობს და ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია მსოფლიოში.

ტერიტორიის უკმარისობამ მაღალ შენობებზე მოთხოვნა გაზარდა, რამაც იგი მსოფლიოში ყველაზე ვერტიკალურ ქალაქად აქცია.