ამერიკის 14 პრეზიდენტი, რომელიც ქოხში გაიზარდა | Allnews.Ge

ამერიკის 14 პრეზიდენტი, რომელიც ქოხში გაიზარდა

აშშ-ის ზოგიერთი პრეზიდენტი, როგორიცაა ჯონ კენედი და ფრანკლინ დელანო რუზველტი, მდიდარ ოჯახში დაიბადა. "ამერიკული ოცნების" ასასრულებლად მათ ბევრი არ უბრძოლიათ. ბავშვობიდანვე განათლებასა და განვითარებაში ჩადებული ფინანსური რესურსი, მოგვიანებით პოლიტიკურ წარმატებაში გამოიხატა და ისტორიას მათი პორტრეტები შემორჩა.

თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც რიგით მუშათა ოჯახებში დაიბადნენ და პირდაპირი მნიშვნელობით, ქოხებში იზრდებოდნენ. თეთრი სახლისკენ მიმავალი გზა ბევრისთვის საკმაოდ მტკივნეული აღმოჩნდა.

ჯონ ადამსი მასაჩუსეტსის სოფლის მოკრძალებულ სახლში, 1735 წელს დაიბადა

ჯონ ადამსის მამა, დიაკონი, კოტეჯის გარშემო არსებულ 6 ჰექტარ მიწას ამუშავებდა. ზამთარში კი ოჯახის უფროსი ტყავის ფეხსაცმელებს კერავდა და თავი ამით გაჰქონდათ.

ჯეიმს ბუკენანი, შეერთებული შტატების მე -15 პრეზიდენტი, 1791 წელს, ამ სახლში დაიბადა

ფიცრული 1700-იან წლებშია აშენებული. მოგვიანებით იგი ბუკენანის სამშობლოდან, სტონი ბატერიდან, პენსილვანიაში- მერცერსბურგის აკადემიაში გადაიტანეს.

ჯეიმს კ. პოლკი მოკრძალებულ სახლში გაიზარდა, კარმიდამო ეროვნული ისტორიული ძეგლისთვის შექმნეს

150 ჰექტარიანი მეურნეობა ჩრდილოეთ კაროლინაში, სადაც პოლკი 1795 წელს დაიბადა, ამჟამად ტურისტების საყვარელი ადგილია. ნაგებობა 1800 წელს არის აშენებული. ეზოში მდებარეობს ბეღელი და სამზარეულო. პოლკი აღნიშნულ სახლში 11 წლამდე ცხოვრობდა.

მილარდ ფილმორმა ბავშვობა ნიუ-იორკის ნიუ-ჰოპში, ამ ხის სახლში გაატარა

ფილმორი 1800 წელს, მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. მისი მშობლები ფერმერები იყვნენ.

აბრაამ ლინკოლნი ერთოთახიან კოტეჯში, კენტუკის საზღვარზე გაიზარდა

ლინკოლნი 1809 წელს, კენტუკის შტატში, პატარა ხის ქოხში დაიბადა. ოჯახი ფიცრულში 3-4 წელი ცხოვრობდა, შემდეგ ოჯახი სხვაგან გადავიდა.

კითხვის გასაგრძელებლად გადადით ლინკზე