იტალიის ულამაზესი სოფელი, სადაც მსურველებს სახლს უფასოდ გადასცემენ და წელიწადში 8 000 ევროს გადაუხდიან | Allnews.Ge

იტალიის ულამაზესი სოფელი, სადაც მსურველებს სახლს უფასოდ გადასცემენ და წელიწადში 8 000 ევროს გადაუხდიან

უკვე რამდენიმე წელია, რაც იტალიის დაცლის პირას მყოფმა სოფლებმა საკმაოდ უჩვეულო კამპანია წამოიწყეს- ისინი ახალმოსახლეებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს სთავაზობენ, რათა დასახლებები სრულიად არ გაქრეს და განადგურდეს.

მათ შორი ერთ-ერთი არის ულამაზესი და ისტორიული სოფელი სანტო სტეფანო, რომელიც იტალიის სამხრეთ ნაწილში აბრუზოს რეგიონში მდებარეობს. სოფლის თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, ისინი მზად არიან საცხოვრებლით უზრუნველყონ და ფულიც კი გადაუხადონ იმ ახალმოსახლეებს, რომლებიც აქ დასახლებასა და ბიზნესის წამოწყებას მოისურვებენ.

„ჩვენ არაფრის გაყიდვა არ გვსურს, ეს არის ბიზნეს საქმიანობა. ჩვენი მიზანია სოფელი განვითარდეს და არ დაიცალოს“- აცხადებს ქალაქ აბრუზოს მერი ფაბიო სანტავიცა.

მისი თქმით, სოფელში დღესდღეობით მხოლოდ 115 ადამიანი ცხოვრობს და მათ უმეტესობას მოხუცები შეადგენენ.

ქალაქ აბრუზოს საბჭოს გადაწყვეტილებით, ისინი მზად არიან სანტო სტეფანოში გადასახლების მსურველებს საცხოვრებელი უფასოდ გადასცენ და დამატებით ყოველწლიურად 8 000 ევრომდე გადაუხადონ. ამასთან, მათთვის მისაღები ბიზნეს-იდეის შემთხვევაში მსურველები დამატებით ერთჯერადად 20 000 ევროს მიიღებენ.

ამ ინფორმაციის გავრცელების დღიდან განცხადება 1 500 მეტმა ადამიანმა შეავსო, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ 10 მათგანის შერჩევა იგეგმება. საბჭოს თქმით, ისინი საუკეთესო მონაწილეები ამოარჩევენ და იმედი აქვთ, რომ სოფელი ისევ აღორძინდება.

წყარო- CNN