რა უნდა ეწეროს სათვალეს, რომელიც თვალს 100%-ით იცავს და რომელი ფერის ლინზაა ყველაზე საშიში? | Allnews.Ge

რა უნდა ეწეროს სათვალეს, რომელიც თვალს 100%-ით იცავს და რომელი ფერის ლინზაა ყველაზე საშიში?

საუკეთესოა სათვალე, რომელიც თვალს 100%-ით იცავს. ასეთ სათვალეს უნდა ეწეროს UV400. რაც უფრო ნაკლებია ეს ციფრი, ის უფრო მეტად ატარებს ულტრაიისფერ სხივებს. ბევრს ჰგონია, რომ თუ სათვალე მუქი შეფერილობისაა და შუქს მარტივად არ ატარებს, ასეთი სათვალე ყველაზე კარგია თვალისთვის. თუმცა ეს მცდარი შეხედულებაა.

თვალისთვის ყველაზე დიდ საშიშროებას სწორედ უხარისხო მუქი ფერის სათვალე წარმოადგენს, რადგან მისი მეშვეობით მზის მიმართულებით მარტივად ვიყურებით და თუკი ამ დროს სათვალეს არ გააჩნია ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი ფუნქცია ის შეიძლება ჩვენი დაბრმავების მიზეზიც კი გახდეს.

ამიტომ უკიდურეს შემთხვევაში თუ არჩევანს მაინც უხარისხო სათვალეზე გააკეთებთ უმჯობესია ის შედარებით ღია ფერის იყოს, რადგან ასე თქვენ ვერ შეძლებთ მზისთვის თვალის გასწორებას და ნაკლებ საფრთხეს შეუქმნით თავლებს.

სათვალისთვის საუკეთესო ფერად მწვანე, ყავისფერი და ნაცრისფერი მიიჩნევა. ასეთი ფერების აქსესუარები ამშვიდებს თვალებს. წითელი ფერის ლინზის მოხმარება არ არის რეკომენდებული. ყველაზე საშიში კი ლურჯი ფერის სათვალეა, რომელიც კატეგორიულად იკრძალება ექიმების მიერ

myquiz