თანამედროვეობის ყველაზე სექსუალური და მიმზიდველი ქალების ექვსეული | Allnews.Ge

თანამედროვეობის ყველაზე სექსუალური და მიმზიდველი ქალების ექვსეული

გთავაზობთ თანამედროვეობის ყველაზე სექსუალურ და მიმზიდველ ქალებს

1.ჟიზელ ბუნდჰენი ყველაზე ლამაზ მოდელ ქალებს შორის პირველია ჟიზელ ბუნდჰენი, რომელიც დღეისათვის ყველაზე მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადია თავის სფეროში.მისი სახელი უკვე თავისთავად ბრენდადაა ქცეული.

პოპულარულმა ბრენდმა "ვიქტორია სეკრეტმა" თავისი მარკეტინგული კამპანია ჟიზელ ბუნდჰენზე ააგო, გამომდინარე იქიდან, რომ ხედავდა საზოგადოების რეაქციას, მაღალ შეფასებას მოდელის გარეგნობისადმი. ბუნდჰენის იდეალური ფიგურა, მიმზიდველი ფორმებით, მუქი კანი და გრძელი თმები მსოფლიოს აჩვენებს, რომ ბუნებაში არაფერია ქალის სილამაზეზე უფრო მშვენიერი.

2. შერილ კოული მომღერალი შერილ კოული ზედიზედ რამდენიმე წლის განმავლობაში იკავებდა ადგილს მსოფლიოს 10 ყველაზე ლამაზი ქალბატონის სიაში. იგი დიდების ზენიტზე ავიდა პოპ - მუსიკის, საესტრადო მოღვაწეობის შედეგად. შერილ კოული იყო წევრი გოგონების ჯგუფისა – " Girls Aloud", სწორედ აქ მიაღწია პოპულარობას და დაიწყო ოცნება სოლო კარიერაზე.

ტელევიზიაში შერილ კოული მოხვდა ტიტულის, "ყველაზე ლამაზი ბიუსტის" წყალობით.

3.ნატალი პორტმანი ნატალი პორტმანი ის იშვიათი შემთხვევაა, როცა სილამაზეს, მომხიბვლელ გარეგნობას მსახიობური ნიჭი უმაგრებს ზურგს. გოგონამ მაყურებლის ყურადღება მიიპყრო ჯერ კიდევ 1994 წელს, ფრანგულ ფილმ "ლეონ"-ში, სადაც იგი, 13 წლის ასაკში, ჟან რენოსთან ერთად იღებდა მონაწილეობას.

"ვარსკვლავურ ომებში" შესრულებული დედოფალ პადმეს როლის შემდგომ, ნატალი პორტმანი, როგორც მსახიობი, მთელი მსოფლიოსათვის გახდა ცნობილი.

4.ემა უოტსონი ემა უოტსონი პოპულარული 2001 წლიდან გახდა. იგი ცნობილია ჰარი პოტერის ფილმების სერიაში ჰერმიონ გრეინჯერის როლის შესრულებით.

20 წლის ასაკში ემა უოტსონი გარეგნულად ძალიან შეიცვალა, დაიხვეწა და ახალგაზრდა თაობის ერთ-ერთ ულამაზეს მსახიობად იქცა.

5.მეგან ფოქსი მეგან ფოქსს იმდენად შთამბეჭდავი გარეგნობა აქვს, რომ ფილმში უბრალოდ დადგეს და სიტყვაც არ გაიღოს, მაინც მიიქცევს მაყურებლის ყურადღებას. მართალია, მისი სილამაზე ნაწილობრივ პლასტიკური ქირურგიის დამსახურებაცაა, თუმცა გულგრილს მაინც ვერავის დატოვებს მსახიობის გარეგნობა.

6. ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბა ყურადღებას იქცევს, როგორც საყვარელი, ნაზი, ბავშვური სახითა და იდეალური სხეულის ფორმით გამორჩეული ქალი. მისი ბრწყინვალე ფიგურა გენეტიკისა და ვარჯიშის, სპორტული აქტივობებისადმი მუდმივი სწრაფვის დამსახურება და შედეგია.

მას არ აქვს რაიმე გარეგნული ნაკლი, ჯესიკა ალბას გარეგნობა ტრენდულია, მუდამ აქტუალური იქნება მოდაში: კოხტა ცხვირი, დიდი, სქელი ტუჩები, მუქი კანი, არავითარი ზედმეტი სანტიმეტრი. მისი სხეული, გარეგნობა, დიდი ხანია, იქცა "ვიქტორია სეკრეტის" სიმბოლოდ.

myquiz