ფრანგი მასწავლებელი, რომელსაც სხეულის 100% ტატუებით აქვს მოხატული | Allnews.Ge

ფრანგი მასწავლებელი, რომელსაც სხეულის 100% ტატუებით აქვს მოხატული

სილვიან ჰელაინი 35 წლის ფრანგი მასწავლებელია, რომელსაც სხეულის 100% ტატუებით აქვს მოხატული. ის საფრანგეთის ერთ-ერთ ქალაქში სკოლაში მუშაობს და გაკვეთილებს დაწყებითი კლასის მოსწავლეებს უტარებს.

სილვიანი აცხადებს, რომ ტატუების გაკეთება 27 წლის ასაკიდან გაწყვიტა, როდესაც ცხოვრებისეული პრობლემების გამო დეპრესია ჰქონდა. საერთო ჯამში, მას ტატუს სალონებში 460 საათზე მეტი გაატარა. მას სხეულის 100% აქვს მოხატული, მათ შორი ყურები და ენაც კი. სივლიანმა შავი ფერის თვალების მისაღებად სპეციალური ოპერაციაც კი გაიკეთა.

ის აცხადებს, რომ მის ახლობლებსა და მოსწავლეებს თავიდან მისი გადაწყვეტილება აკვირვებდათ და ცოტათი ეშინოდათ კიდეც, თუმცა შემდეგ მიეჩვივნენ. გასულ წელს რამდენიმე მშობელმა სკოლის დირექციას მიმართა მისი სამსახურიდან გაშვების თხოვნით. მშობლების აზრით, ბავშვებს მასწავლებლის ეშინოდათ. თუმცა, სკოლის ადმინისტრაციამ მშობლების მოთხოვნა არ გაითვალისწინა და სილვიანი საყვარელ საქმიანობას დღემდე განაგრძობს.

„მთავრი არა გარეგნობა, არამედ ისაა თუ როგორი ხარ სინამდვილეში. მე ჩემს მოსწავლეებს ვუყვარვარ და მათთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს“- აცხადებს სილვიან ჰელაინი.

ასე გამოიყურებოდა სილვიანი მთელი სხეულის ტატუებით მოხატვამდე