მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერის, კაილი ჯენერის უცნობი მხარე - როგორ გარდაისახა კარდაშიანების “სირცხვილი“ სიამაყედ | Allnews.Ge

მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერის, კაილი ჯენერის უცნობი მხარე - როგორ გარდაისახა კარდაშიანების “სირცხვილი“ სიამაყედ

22 წლის, კარდაშიანების ოჯახის ყველაზე მშრომელი წევრი, კაილი ჯენერი Forbes- ის რეიტინგის მიხედვით მსოფლიოს მილიარდერებში ყველაზე ახალგაზრდას ტიტულს არ თმობს.

კაილი ჯენერს, მისი თანატოლი მილიარდერების მსგავსად, ბიზნესი მემკვიდრეობით არ მიუღია. კოსმეტიკის ბრენდი "კაილი" საკუთარი შრომით შექმნა და დღეს კომპანია 1 მილიარდზე მეტი ღირს.

"არაფერს ველოდი. მე არ განმიჭვრეტია მომავალი ", - Forbes- სთან ინტერვიუში ლამაზმანმა ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც საქმე ახალი დაწყებული ჰქონდა. ასევე აღიარა, რომ თავს კარგად გრძნობს.

დასაწყისი

კარდაშიანების ოჯახის წევრმა, რომელიც გარეგნული მონაცემებით არ გამოირჩეოდა, 2014 წელს გადაწყვიტა წარმატება ისეთ სფეროში ეპოვა, რაც მისთვის ადვილად სამართავი იქნებოდა.

საკუთარი კოსმეტიკური იმპერიის შენება 2014 წელს დაიწყო და პირველი ეტაპისთვის, სოციალური მედია მომხმარებელთა ერთგულ ბაზად გადააქცია. სამოდელო მომსახურებაში დაახლოებით 250,000 დოლარი გადაიხადა, რომ კომპანია Kylie- ის ბრენდის ტუჩსაცხების 29 დოლარიანი ნაკრებები პოპულარული გამხადრიყო. პირველი პაკეტი - 15,000 ტუჩის ნაკრები ერთი წუთის განმავლობაში გაიყიდა. იგი მალე გაფართოვდა და რამდენიმე თვის შემდეგ გამოუშვა 500000 ნაკრები ექვს ჩრდილიან პალიტრაში.

ცნობილი ოჯახის დახმარებით და პროდიუსერი დედის გამჭრიახობის შედეგად ბიზნესი მალევე გაფართოვდა.

ფინანსებს დედა - კრის ჯენერი მართავდა, კაილი მეტწილად სოციალურ ქსელში თვითონ აპიარებდა პროდუქციას. ჯენერმა 2018 წლის ბოლომდე საკუთარი ვებ-გვერდის საშუალებით კოსმეტიკური ნაწარმი ელვის სისწრაფით ამოყიდა, როდესაც ამერიკულ კომპანია "ულტრა სილამაზესთან" დადო ექსკლუზიური სადისტრიბუციო გარიგება, რათა მისი პროდუქტები საცალო ვაჭრობის თაროებზეც დაეყენებინა.

2018 წელსვე გავლენიანმა გამოცემამ, Forbes– მა ჯენერი გარეკანზე დაბეჭდა. მაშინ ლამაზმანი მილიარდერი არ იყო, მისი ბიზნესი მხოლოდ 900 მილიონი დოლარი ღირდა. რამდენიმე თვის შემდეგ მან გადალახა მილიარდი დოლარის ბარიერი და ოფიციალურად გახდა ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი.

ეს ერთგვარად რეკორდის მოხსნას გავდა. ჯენერამდე ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერად Facebook- ის დამფუძნებელი, მარკ ცუკერბერგი ითვლებოდა, რომელმაც სტატუსი 23 წლის ასაკში მიიღო.

2019 წლის ნოემბერში კაილი ჯენერმა კიდევ უფრო გაამყარა თავისი ადგილი. მან "კაილი კოსმეტიკის" 51%-იანი წილი სილამაზის გიგანტ Coty Inc.– ს 600 მილიონ დოლარად მიჰყიდა. დღეს მისი ბიზნესი დაახლოებით 1,2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ბავშვობა

კაილი ჯენერი 1997 წლის 10 აგვისტოს ლოს-ანჯელესში დაიბადა. მისი მშობლები საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები არიან, ბრიუს ჯენერი (ამჟამად ქეითლინ ჯენერი) და კრის ჯენერის უმცროსი ქალიშვილი ჰყავს უფროსი და, კენდალი.

დედის მხრიდან, კრისს ჰყავს სამი უფროსი ნახევარ და, კორტნი, კიმი და ხლოე კარდაშიანი და ერთი უფროსი ნახევარძმა, რობი. ჯენერს ასევე ჰყავს სამი უფროსი ნახევარძმა ქეითლინის (მამის) ოჯახის მხრიდან - ბარტი, ბრენდონი და ბროდი ჯენერი - და უფროსი ნახევარ და, ქეისი.

ჯენერი სიერა კანიონის სკოლაში სწავლობდა, სადაც იგი გულშემატკივართა გუნდის წევრი იყო. იგი სკოლის მსახიობთა წრის წევრი იყო და სპექტაკლებში პიესებს აცოცხლებდა.

2012 წლიდან კაილი "შინ სწავლების" პროგრამაში ჩაერთო. საშუალო სკოლა სახლში დაამთავრა და ატესტატი 2015 წლის ივლისში აიღო.

Keeping Up with the Kardashians

2007 წელს კაილი ოჯახურ ბიზნესში ჩაერთო და რეალითი შოუს - Keeping Up with the Kardashians-ის წევრი გახდა. შოუ ოჯახის წევრების პირად და პროფესიულ ცხოვრებას ასახავს.

სერიალმა არნახული წარმატება მოუტანა ოჯახის თითოეულ წევრს. რეიტინგებში კარდაშიანების შოუ დღესაც წამყვან ადგილს იკავებს.

2007 წლიდან 2012 წლამდე კაილი ჯენერი როგორც ვიზუალურად, ასევე მენტალურად წარმოუდგენლად გარდაისახა. პოპულარობამ მსოფლიოს წამყვანი ჟურნალების გარეკანები, შოუები და ჰოლივუდის სცენაც კი მოუტანა.

კარიერაში ერთ- ერთი გადამწყვეტი ნაბიჯი სატელევიოზიო სერიალ - America's next top Models-ში მონაწილეობა იყო. 2012 წელს კაილიმ ამ სერიალში დასთან, კენდალთან და დედასთან ერთად ითამაშა.

მილიონერი "ბოიფრენდი" და პირადი ცხოვრება

2017 წლის სექტემბრიდან დღემდე კაილი ჯენერი რეპერ ტრევის სკოტს ხვდება. მათ საერთო ქალიშვილი ჰყავთ.

ტრევის სკოტი თავის მხრივ, მომავალი მილიარდერია. მისი ჰიტები მსოფლიოს მუსიკალურ ჩარტებში ყოველთვის ლიდერობს. ბოლოს ტრევის სკოტმა რეპერ ქანიე უესტთან ერთად მუსიკალური ალბომი გამოუშვა, კონცერტი კი ვირტუალურ სივრცეში, Fortnite- ში გამართა.

წყვილმა ლოს ანჯელესში 36.5 მილიონ დოლარად შეფასებული ულტრათანამედროვე ვილა შეიძინა.

სახლი 15,350 კვადრატულ მეტრს შეადგენს. შენობას შეფ-მზარეულისთის განკუთვნილი სამზარეულო, გარე კინოთეატრი, საშინაო კინოთეატრი, ბარი და სათამაშო ოთახები, სავარჯიშო დარბაზი და პროფესიონალი კალათბურთისთვის განკუთვნილი სივრცე აქვს.

კაილის პატარა ქალიშვილი, სტორმი შეიძლება ითქვას, რომ უკვე "ინფლუენსერია". ინსტაგრამის გვერდზე სტორმის ვიდეოები პოპულარობას არ კარგავს. წყვილი შვილს არნახულ ფუფუნებაში ზრდის, რის გამოც საზოგადოების მხრიდან კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გამხდარან.

ძვირფასი ნივთების კოლექციონერი

როგორც ყველა მილიარდერს, კაილი ჯენერიც ავტო კოლექციონერია.

ფუფუნებისადმი მის სიყვარულს არც მალავს და "ბუგატის", "როლს როისს", "ბენტლის", "ფერარის", "ლამბორჯინის" და სხვა ხელნაკეთ ავტომობილებში სიამოვნებით პოზირებს.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კაილი არასდროს ყოფილა გახვეული სკანდალში, არ ყოფილა ეპატაჟური. მიუხედავად მისი სიყვარულისა, ძვირფასი ნივთებისა და ბოჰემური ცხოვრების მიმართ, ახალგაზრდა ბიზნესმენი ყოველთვის ახერხებს იყოს მედიისთვის მიუწვდომელი.

ამჟამად მსოფლიოში 30 წლამდე ასაკის ათი მილიარდერია. აქედან მხოლოდ სამმა შექმნა საკუთარი ბრენდი.

ჯენერის გარდა, არიან ჯონ კოლისონი, რომელმა გადახდების სისტემა "Stripe" დააფუძნა. მისი ღირებულება 3,2 მილიარდი დოლარია და Snapchat- ის დამფუძნებელი ევან შპიგელი, რომლის ღირებულება 1,9 მილიარდი დოლარია. ორივე 29 წლისაა - შვიდი წლით უფროსი, ვიდრე კაილი ჯენერი.