იაპონიაში რუბიკის კუბიკის ყველაზე პატარა მოდელი შექმნეს | Allnews.Ge

იაპონიაში რუბიკის კუბიკის ყველაზე პატარა მოდელი შექმნეს

ყველაზე პატარა რუბიკის კუბიკის წარდგენა ტოკიოში გამოფენაზე მოხდა და იაპონიაში რუბიკის კუბიკის გამოჩენის 40 წლისთავს მიეძღვნა. ამის შესახებ განცხადებას აკეთებს სააგენტო-Kyodo.

კუბიკის ყველაზე მცირე მოდელი შექმნეს კომპანიებმა MegaHouse Corporation და Iriso Seimitsu Co. ეს მოდელი შექმნილია ალუმინისაგან და სულ ღაღაც 2 გრამს იწონის. მისი წიბოების სიგრძე 9,9 მმ-ია. შეფასებულია 198 ათას იენად (დაახლოებით 1,9 ათასი დოლარი).

შეგახენებთ, რომ თავსატეხი კუბიკი პირველად 1974 წელს შეიქმნა, ხოლო საყოველთაოდ ცნობილი სახელწოდება მან 1980 წელს შეიძინა.

დღესდღეობით მსოფლიოში მისი 450 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული.