სური - უჩვეულო აფრიკული ტომი, სადაც ოჯახებს ქალები უძღვებიან | Allnews.Ge

სური - უჩვეულო აფრიკული ტომი, სადაც ოჯახებს ქალები უძღვებიან

აფრიკაში, სურის სოფლებში 2 500-მდე ადამიანი ცხოვრობს. აქ გადაწყვეტილებებს კაცების ასამბლეა იღებს, თუმცა, ქალები თავიანთ შეხედულებებს დებატების დროს გამოხატავენ. ოჯახს ქალები უძღვებიან და ისე განკარგავენ, როგორც მოესურვებათ.

მამაკაცები ასაკის მიხედვით იყოფიან: ბავშვები, ახალგაზრდები, ასაკოვანნი და მოხუცები. ამ სტატუსების მოსაპოვებლად რთული დავალებების გადაჭრაა საჭირო. ბავშვები საქონლის მოვლაში 8 წლიდან ეხმარებიან უფროსებს. საქონელი სურის სოფლებში ძალიან დიდ როლს ასრულებს. სწორედ საქონლის ოდენობით ითვლება შესაძლებლობები - ვისაც მეტი ძროხა ყავს, უფრო შეძლებულია.

ცხოველებს არ ყიდიან და არც ხორცად იყენებენ, თუმცა კონკრეტული ცერემონიებისას მსხვერპლად სწირავენ. ძირითადად, ცხოველებს სურის მცხოვრებლები პატივისცემით ეპყრობიან. ისინი უმღერიან თავიანთ ცხოველებს და გლოვობენ მათ გარდაცვალებას.

საშუალოდ, ერთი ადამიანი 30-40 ძროხას ფლობს. მამაკაცს ცოლის მოყვანისას სჭირდება სამოცი ძროხა, რათა საცოლის ოჯახს მიართვას. ისინი თავს სწირავენ საკუთარი ცხოველების გადასარჩენად.

სურის სოფლები ტურისტებისთვის ხელმისაწვდომია, თუმცა ადგილობრივები მათ ამრეზით უყურებენ. მაგალითად, სურის მცხოვრებლებს არ უყვართ უნებართვოდ ფოტოს გადაღება და ამაში ფულს ითხოვენ.

სურის მოსახლეობას სწამს ცის ღმერთი, სახელად ტუმა, რომელსაც აბსტრაქტული ღვთაებრივი ძალა აქვს.

იხილეთ ვიდეო:

myquiz