ყველაზე მჭიდროდ დასახლებული კუნძული მსოფლიოში - როგორ ცხოვრობს კუნძულის მოსახლეობა? | Allnews.Ge

ყველაზე მჭიდროდ დასახლებული კუნძული მსოფლიოში - როგორ ცხოვრობს კუნძულის მოსახლეობა?

სანტა კრუზ დელ იზლოტი (Santa Cruz del Islote) არის მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული კუნძული. იგი კოლუმბიის სანაპიროებთან მდებარეობს.

კუნძულზე 500 ადამიანი ცხოვრობს. ფეხბურთის სტადიონის ზომის კუნძულზე დაახლოებით 30-მდე საცხოვრებელი სახლია. კუნძული სან ბერნადოს არქიპელაგს ეკუთვნის, ის ადამიანის ხელით შექმნილი კუნძულია. კუნძულზე 4 მთავარი ქუჩა და 10 უბანია. აქ ვერ შეხვდებით ავტომობილებსა და მოტოციკლებს.

კუნძულს ელექტროენერგიით 2 მზის პანელის სადგური და გენერატორი ამარაგებს.

ადამიანები კუნძულზე თავს ძირითადად თევზაობით ირჩენენ. ამასთან, ადგილობრივების შემოსავლის ერთ-ერთი წყარო ტურიზმია.

იხილეთ ვიდეო: