Greenpeace- ძროხები და ღორები უფრო იწვევენ გლობალურ დათბობას, ვიდრე ავტომობილები | Allnews.Ge

Greenpeace- ძროხები და ღორები უფრო იწვევენ გლობალურ დათბობას, ვიდრე ავტომობილები

საერთაშორისო ორგანიზაციამ Greenpeace გაავრცელა ახალი ანგარიში, რომელშიც აღნიშნავს, რომ სათბური გაზების გაფრქვევა ატმოსფეროში ძროხების, ღორებისა და სხვა საქონლის მხრიდან გლობალურ დათბობაზე იმაზე ცუდ გავლენას ახდენს ვიდრე შიგაწვისძრავიანი ავტომობილების ინდუსტრია.

ორგანზაიციის ახალ ანგარიშში წერია, რომ სათბური გაზების გაფრქვევა საქონლის მხრიდან აღემატება მთელი ევროკავშირის ავტომობილების მიერ გაფრქვეულ სათბურ გაზებს. ეკოლოგების აზრით იმ შემთხვევაშიც კი თუ ევროკავშირის მოსახლეობა სრულად გადავა ელექტრომობილებზე, ნახშირორჟანგის დონე, რომელსაც გამოყოფენ ცხოველები ეკოლოგიურ ვითარებაზე ნეგატიურ გავლენას მოახდენენ.

გაეროს მონაცემებით 2018 წელს შინაურმა საქონელმა ევროკავშირის ტერიტორიაზე გამოყო 502 მილიონი ტონა ნახშირორჟანგი, იმავე წელს კი საავტომობილო გამონაბოლქვმა შეადგინა 656 მილიონი ტონა. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ საქონლისთვის საჭირო საკვების წარმოებისთვის გამოყოფილ ნახშირორჟანგსა და გაკაფული ტყეების რაოდენობას, ეს მაჩვენებელი ჯამურად 70 მილიონ ტონას აღწევს.

ამას გარდა ეკოლოგებს ადარდებთ ხორცის მოხმარების მზარდი დონე, რომელიც 2007 წლიდან 2018 წლამდე 9,5%-ით არის გაზრდილი. შედეგად კი სასათბურე გაზების გაფრქვევაც გაზრდილია 6%-ით. სპეციალისტების განცახდებით თუ ევროკავშირში გაგრძელდასაქონლის მხრიდან სასათბურე გაზების გაფრქვევის ზრდა, ევროკავშირი ვერ შეასრულებს მის მიერ პარიზის შეთანხმების ფარგლებში აღებულ ვალდებულებას, რომელიც ნახშირორჟანგის გაფრქვევის შემცირებას ითვალისწინებს.