ყველაზე უცნაური საქორწილო ტრადიციები მსოფლიოში | Allnews.Ge

ყველაზე უცნაური საქორწილო ტრადიციები მსოფლიოში

ყველა ქვეყანას თავისი განსხვავებული საქორწილო ტრადიცია აქვს, მათ შორის ბევრი ჩვენთვის სასაცილო და მხიარულია. წარმოგიდგენთ მათ შორის ყველაზე უცნაურებსა და გამორჩეულებს

1. შოტლანდია

ძველი შოტლანდიური ტრადიციის მიხედვით, ქალს პირდაპირი მნიშვნელობით ჭუჭყში ავლებენ. ჭუჭყი შეიზლება ყველაფერი იყოს, ტალახი, გაფუჭებული პროდუქტები და ა. შ. ითვლება, რომ თუ ქალი მსგავს სირთულეს ვერ გაუძლებს, მაშინ ოჯახური ცხოვრებაც გაუჭირდება.

2. ჩინეთი

ერთ-ერთი ტრადიციის მიხედვით, საპატარძლო 1 თვით ადრე "ემზადება'' ქორწილისთვის, კერძოდ კი დღეში ერთხელ, 1 საატით იწყებს ტირილს "ბედნიერებისგან'', ამ ტირილში კი მისი ოჯახის ყველა მდედრობითი სქესის წარმომადგენელი უნდა შეუერთდეს, დედა, ბებია, და... მეორე ტრადიცია უფრო უცნაურია, სასიძო მომავალ ცოლს 3 ისარს ესვრის წვეტების გარეშე, შემდეგ კი ამ ისრებს ხელით ტეხავს. ამით აჩვენებს რომ მათი ცხოვრება ღალატის გარეშე იქნება.

3. ინდოეთი

ცნობილია, რომ უმცროს ძმას არ აქვს უფლება უფროს ძმაზე ადრე დაქორწინდეს. ამიტომ თუკი უმცროსი ძმა თავის სიყვარულს უფრო ადრე იპოვის და დაქორწინებას გადაწყვეტს, უფროსი ძმა ხეზე ქორწინდება, დიახ, ხეზე, რომელიც ქორწილის შემდეგ იჭრება და ახლადგამომცხვარი ქმარი ქვრივი ხდება. არსებობს სხვა ტრადიციაც, რის მიხედვითაც ქორწილის დღეს საპატარძლოს ნათესავები ცდილობენ საქმროს ფეხსაცმელები მოიპარონ, საქმროს ნაესავები კი ყველანაირად ცდილობენ მის დაცვას. მოპარვის შეთხვევაში საქმროს ოჯახს პატარძლისთვის "გამოსასყიდის'' გადახდა უწევს.

4. კენია

მასაის ტომში მამა თავისი ქალიშვილის ქორწილს სახეში შეფურთხებით ლოცავს. ამის შემდე გოგონა სახლიდან მიდის უკან მოუხედავად. მათ სჯერათ, რომ თუ კი უკან გაიხედავენ, ქვებად გადაიქცევიან. ასევე, კენიაში ქორეილის შემდეგ მამაკაცები ვალდებულები არიან 1 თვე ქალის ტანსაცმლით იარონ, რათა მიხვდნენ რა რთულია ქალის ყოფა.

5. გერმანია

არაფერი განსაკუთრებული, ქორწილის შემდეგ ისინი უბრალოდ გამზადებულ მორს ხერხავენ.

6. პოლონეთი

პოლონეთში სტუმრები ფულს უხდიან პატარძალს რომ მათთან იცეკვონ. აგროვებული თანხა კი თაფლობისთვის "ფონდში'' მიდის.

7. ნიგერია

ნიგერიაში გოგონა ქორწილისთვის მზადებას 1 წლით ადრე იწყებს. ის ცალკე სახლში გადადის და ყოველგვარ ფიზიკურ აქტივობას ერიდება. ნათესავები კი მას ყოველდღიურად აწვდიან კალორიულ საკვებს, რათა ქორწილისთვის წონაში მოიმატოს. ნიგერიაში სჯრათ, რომ გამხდარ ქალებთან ქორწილი უბედური იქნება.