რა არის „გიჟმაჟი პეკანი“ - კომპანიამ „ჭკვიანი თხილი“ ბაზარზე კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი გამოიტანა | Allnews.Ge

რა არის „გიჟმაჟი პეკანი“ - კომპანიამ „ჭკვიანი თხილი“ ბაზარზე კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი გამოიტანა

"ჭკვიანი თხილის", "ყოჩაღი ნუშისა" და "მოხერხებული მიწისთხილის" შემდეგ ბაზარზე ახალი პროდუქტი - "გიჟმაჟი პეკანის პასტა" გამოჩნდა. როგორც კომპანია "ჭკვიანი თხილის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ნინო ანდრიაძე "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, ეს არის მხოლოდ პეკანისა (იგივე, ჩინური კაკალი) და ნატურალური მადაგასკარის ვანილისგან დამზადებული პროდუქტი, რომელიც არ შეიცავს პალმის ზეთს, კონსერვანტებს, შაქარსა და თაფლს.

ამასთან, "გიჟმაჟი პეკანი", ისევე როგორც კომპანიის სხვა პროდუქტები, ხელმისაწვდომია როგორც ონლაინ, ისე ჯორჯიტას ქსელებში.

რაც შეეხება პროდუქტების ღირებულებას, 200 გრამიანი ქილების ფასი დაახლოებით, 16-დან 28 ლარამდე მერყეობს.

ცნობისთვის, კომპანია "ჭკვიანი თხილი" ბაზარზე 2017 წლის დეკემბრიდან გამოჩნდა. ეს არის ქართული თხილის, ასევე ქართული თაფლისა და იმპორტირებული ვანილისგან დამზადებული პასტა. კომპანია ჯამში უკვე 4 სახეობის პროდუქტს ამზადებს.

ეს არის საოჯახო ბიზნესი, რომლის დამფუძნებლები ნინო ანდრიაძე და მისი მეუღლე არიან.