რატომ არის სასარგებლო ნიორი და როდიდან შეიძლება მისი მიცემა ბავშვისათვის? | Allnews.Ge

რატომ არის სასარგებლო ნიორი და როდიდან შეიძლება მისი მიცემა ბავშვისათვის?

ვარაუდობენ, რომ მისი სამშობლო შუა აზიაა, საიდანაც შემდეგ მთელს მსოფლიოში გავრცელდა და ბევრი ქვეყნის სამზარეულოს საყვარელი პროდუქტი გახდა.

ისტორიული წყაროები ამბობენ, რომ შუმერები მკვეთრი სუნის გამო ნარგავების პარაზიტებისაგან დასაცავად იყენებდნენ.

ეგვიპტის ფარაონების ბრანებით კი პირამიდების მშენებელი ყველა მონის რაციონში უნდა ყოფილიყო. ბერძნებს ის ფილტვის დაავადების უებარ წამლად და მამაკაცური უშვილობისას პანაცეად მიაჩნდათ, ხოლო ძველი რომაელები თილისმასავით კისერზე დაკიდებულს დაატარებდნენ დაავადებისაგან დასაცავად.

მიკროსკოპის არარსებობისა და მიკრობიოლოგიის არცოდნის მიუხედავად, შუა საუკუნეში ჩემი კოლეგები თვლიდნენ, რომ ნიორს გადამდები დაავადებებისაგან თავდაცვა შეეძლო და ჭირის ეპიდემიების დროს ინფექციის პროფილქტიკისათვის იყენებდნენ.

მარტო სამკურნალო თვისებები კი არა, შუა საუკუნეების ევროპელი ჯადოქრების მაგიურ პროდუქტებს შორის ნიორიც იყო, ავი თვალისაგან დამცავი ამულეტები და ათასგვარი კეთილი ჯადო-მისნობა მის გარეშე არ კეთდებოდა.

ლუი პასტერი პირველი იყო, რომელმაც უკვე მიკროსკოპის ერაში დაადასტურა, რომ იქ, სადაც ნივრის ნაჭერი იდო, ბაქტერიები არ იზრდებოდნენ.

ისტორიაზე ბევრი გიამბეთ, ახლა ვნახოთ, რას შეიცავს ეს

ნივრის შემადგენლობაშია დიდი რაოდენობით კალიუმი, კალციუმი, ფოსფორი, სელენიუმი, მანგანუმი, იოდი, ეთერზეთები. შეიცავს C ვიტამინს და B ვიტამინების სრულ სპექტრს.

მისი მთავარი სამედიცინო ღირსება, რის გამოც ნიორი ოდითგან ითვლებოდა ინფექციებისაგან თავდაცვის საუკეთესო საშულებად, ფიტონციდებია. ეს აქროლადი ნივთიერებების ჯგუფია, რომლებსაც მწერების, პარაზიტების, ვირუსებისა და ბაქტერიების, სოკოების განადგურება შეუძლია.

შემთხვევითი არაა, ძველ ქართულ კარაბადინებში შეგხვდებათ ნივრის შეცველი ჭიის საწინააღმდეგო ხალხური საშუალებების რეცეპტებიც.

ნივრის შემადგენლობაში მეცნიერებმა ნივთიერება ალიცინი იპოვეს, რომელიც ნივრის უჯრედების ციტოპლაზმაშია და ნივრის კბილის დაჭრისას, რასაც თან უჯრედების დაშლა სდევს თან ალიინი რეაქციაში შედის ფერმენტ ალიცინიაზასთან. შედეგად მიიღება ნივთიერება ალიცინი, რაც ნიორს სპეციფიკურ სუნს ანიჭებს.

ალიცინი არ შეითვისება ორგანიზმის მიერ, ის გამოიყოფა ოფლით, შარდით, სუნთქვის დროს. წარმოადგენს მძლავრ ანტიოქსიდანტს და კიბოს უჯრედების განადგურება შეუძლია.

  • კვლევები ადასტურებენ, რომ ადამიანები, რომელებიც ხშრად იყენებენ ნიორს, წლის მანძილზე 3-ჯერ უფრო იშვიათად ავადობენ სასუნთქი გზების მწვავე ინფექციებით.
  • ნივრის ექსტრაქტი ადგილობრივად გამოყენებისათვის ოდითგან ცნობილია, როგორც თმის ცვენის საწინააღმდეგო საშუალება.
  • უკანასკნელ წლებში ჩატარებული კვლევები მის გასაოცარ ეფექტებს ადასტურებს - აღმოჩნდა, რომ ნიორს არტერიული წნევის რეგულირება, თრომბების წარმოქნის თავიდან აცილება და ლიპიდების დარღვევების მოწესრიგებაც შეუძლია.
  • არც ძველი ბერძნების გამოცდილება ყოფილა აზრსმოკლებული - ნიორი ტესტოსტერონის, მამაკაცის ჰორმონის სინთეზზეც მოქმედებს.
გაითვალისწინეთ!

ექიმები არ გვირჩევენ ნივრის მიღებას კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის, დაავადებების დროს. უკუნაჩვენებია ასევე პანკერასისა და თირკმლის პათოლოგიების შემთხვევაშიც.

გასათვალისწინებელია, რომ ნიორი ალერგიული პროდუქტია, ამიტომ ალერგიისაკენ მიდრეკილების დროს სიფრთხილე გვმართებს.

როდიდან შეიძლება პატარას ნიორი გავასინჯოთ?

9-10 თვიდან მხოლოდ მოხარშული, სადილების შემადგენლობაში, 3 წლიდან კი უმი სახითაც შეგვიძლია შევთავაზოთ.