ნახეთ როგორ გადააქცია 2 000 დოლარად ნაყიდი თვითმფრინავი ულამაზეს სახლად 52 წლის ქალმა | Allnews.Ge

ნახეთ როგორ გადააქცია 2 000 დოლარად ნაყიდი თვითმფრინავი ულამაზეს სახლად 52 წლის ქალმა

ადამიანის შთაგონების ძალას საზღვარი რომ არ აქვს ამაში უკვე დიდი ხანია დავრწმუნდით. თუმცა ეს ქალბატონი ამდენს თუ მოახერხებდა ვერავინ წარმოიდგენდა. 52 წლის ჯოანა უსარიმ 2000 დოლარად შეძენილი მიტოვებული თვითმფრინავი საოცარ სახლად გადააქცია.

52 წლის ჯოან უსარიმ პენსიაზე გასვლის შემდეგ გადაწყვიტა თავისთვის ახალი სახლის მოძიება. თავდაპირველად ის ფიქრობდა ახალი სახლის შეძენაზე, თუმცა შემთხვევით მან ახალი მიზანი დაისახა, როდესაც მის ნათესავს ბობ ფარუს შეხვდა. ბობი გრივუდი აეროპორტის საჰაერო მიმოსვლის კონტროლიორი იყო და მან უსარის გამოუყენებელი "საჯართე" თვითმფრინავი Boeing 727 შესთავაზა, რომელიც სულ რაღაც 2000 დოლარის ღირებულებისა იყო. ქალბატონმა გადაწყვეტილება დაუფიქრებლად მიიღო და თვითმფრინავი იყიდა...

ჯოანას შემდეგი ნაბიჯი იყო გრინვუდის აეროპორტიდან თვითმფრინავის წაყვანა ბენუაში. ჯოანმა დაიქირავა სატრანსპორტო კომპანია 127 მეტრის სიგრძის თვითმფრინავის გადასატანად. მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი ბენუას ტბის პირას გადატანილ იქნა, სარემონტო სამუშაოები მაშინვე დაიწყო. სარემონტო პროცესი, რომელიც 1994 წლის დეკემბერში დაიწყო, ზუსტად 4 თვე გაგრძელდა. მან პირადად იზრუნა სარემონტო სამუშაოებზე და დახარჯა 24 000 დოლარი. შედეგი საოცარია გამოვიდა.

განახლებული თვითმფრინავი გადაიქცა თანამედროვე სახლად. დისტანციურად მართვადი კიბეებით, სამი საძინებელი ოთახით, მისაღები ოთახით, სასადილო ოთახით, სრულად აღჭურვილი სამზარეულოთი, პირადი აბაზანით, სამრეცხაოთი და მთავარი საძინებლით, ძველი Boeing 727 გახდა თანამედროვე და სასარგებლო სახლი. უფრო მეტიც, ძველ გამოუყენებელ კაბინას ახლა უკვე ჯაკუზის როლი ჰქონდა.

როდესაც ბოინგ 727 თანამედროვე სახლად გადაკეთდა, ამჯერად ჯოანმა მას სახელი დაარქვა. დონალდ ტრამპის $ 16 მილიონიანი კორპორატიული თვითმფრინავით შთაგონებულმა ჯოანმა მას "პატარა ტრამპი" დაარქვა. ამ იდეამ დიდი ყურადღება მიიპყრო მედიაში და გავრცელდა სატელევიზიო თოქშოუებში.

თვითმფრინავის სახლის პრესაში გავრცელების შემდეგ, ჯოანმა გადაწყვიტა ამ სიტუაციით ესარგებლა. 1999 წლის მაისში მან დაგეგმა თავისი სახლის გამოფენა საზოგადოებრივ სივრცეში 2 კილომეტრის მოშორებით გადაადგილებით. თუმცა ყველაფერმა ისე არ ჩაიარა, როგორც თავად ჰქონდა დაგეგმილი... სახლის თვითმფრინავი მოულოდნელად ჩამოვარდა გადამზიდ სატვირთოდან და სერიოზულად დაზიანდა. ქალბატონმა მისი შეკეთება სცადა, თუმცა ბოლომდე მიზანს ვერ მიაღწია. დღეს "პატარა ტრამპი" აღარ არსებობს, თუმცა არის სხვადასხვა მსგავსი სახლი, რომელიც ადამინის შთაგონების ძალამ შექმნა. მაგალითად, კოსტა-რიკას ტროპიკულ ტყეებში მდებარეობს თვითმფრინავისგან შექმნილი სასტუმრო, რომლის ნომრის ერთი ღამე 300 დოლარი ღირს.

myquiz