პარაზიტი ხოჭოს ექსტრაქტისგან მიღებული დანამატი, რომელსაც სამარხვო ძეხვებში ურევენ - როგორ უნდა მოიქცეთ თუ მისი შემცველი საკვების მიღება არ გინდათ? | Allnews.Ge

პარაზიტი ხოჭოს ექსტრაქტისგან მიღებული დანამატი, რომელსაც სამარხვო ძეხვებში ურევენ - როგორ უნდა მოიქცეთ თუ მისი შემცველი საკვების მიღება არ გინდათ?

სამარხვო ძეხვი გემოთი შესაძლოა ნამდვილ ძეხვს ჰგავდეს, თუმცა,  მისი შემადგენლობა განსხვავებულია. მასში არ არის ხორცი, თუმცა იმისთვის, რომ პროდუქტმა ხორცის გემო მიიღოს არომატიზატორებითა და საღებავებით აჯერებენ. ყველაზე ხშირად კი მის შესაღებად იყენებენ კარმინის მჟავას. კარმინის მჟავა- მკვეთრი წითელი ფერის პიგმენტი, რომლეიც მიიღება პარაზიტი ხოჭო კოშინელის ექსტრაქტის ქიმიური დამუშავებით. იყენებენ ნაჭრების, პრეპარატების და საკვების და საკვების შესაღებად. გამოირჩევა  ალერგიული ეფექტით. საკვებში მისი გამოყენება დასაშვებია ყველა ქვეყნის კანონმდებლობით. შესაძლოა ეტიკეტზე აღნიშნული იყოს, როგორც E120. ამიტომ თუ არ გინდათ, რომ ხოჭოს შემცველი საკვები მიიღოთ კარგად დააკვირდით ეტიკეტს. მასზე არ უნდა ეწეროს კარმინის  მჟავა ან კოშინელის ექსტრაქტი. გახსოვდეთ, ასეთი წარწერის მქონე ექსტრაქტში პარაზიტი ხოჭოს ექსტრაქტია, რომელიც გარდა სამარხვო ძეხვისა შესაძლოა იყოს წითელი ფერის ნებისმიერ პროდეუქტში