როგორ გამოიყურებოდნენ სერიალ "სამეფო კარის თამაშების" მსახიობები ადრე | Allnews.Ge

როგორ გამოიყურებოდნენ სერიალ "სამეფო კარის თამაშების" მსახიობები ადრე

მას შემდეგ, რაც სერიალმა "სამეფო კარის თამაშები", მილიონობით მაყურებლის გულები დაიპყრო, საკმაოდ რთულია ამ სერიალის გმირების რომელიმე სხვა სერიალში წარმოდგენა. მაგრამ მიუხედავად ამისა, მსახიობების უმრავლესობას, აღნიშნულ სერიალში მონაწილეობამდე საკმაოდ კარგი კარიერა ჰქონდა. გთავაზობთ, თუ როგორ გამოიყურებოდნენ ადრე ეს მსახიობები.

1. ემილია კლარკი (დეინერის ტარგარიანი)

კადრი ფილმიდან "შეტევა ტრიასული პერიოდიდან"/კადრი ფილმიდან "სამეფო კარის თამაშები"

კლარკი ვარსკვლავად სწორედ ფილმმა "სამეფო კარის თამაშები" აქცია.

2. ჯეისონ მომოა (კჰალ დროგო)

კადრი ფილმიდან "მალიბუს მაშველები"/ კადრი ფილმიდან "სამეფო კარის თამაშები"

მომავალი დიდი კჰალი უკვე ახალგაზრდობიდანვე მუშაობდა მოდელად ჰავაიზე, მისი სამსახიობო კარიერა კი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ლეგენდარულ "მალიბუს მაშველებში" დაიწყო.

3. ნატალი დორმერი (მარჯერი თირელი)

კადრი ფილმიდან "კაზანოვა"/ კადრი ფილმიდან "სამეფო კარის თამაშები"

დორმერი მონაწილეობდა კოსტიუმირებულ დრამებში. მისი დებიუტი შედგა ფილმში "კაზანოვა", ჰიტ ლეჯერთან ერთად, ხოლო შემდეგ სახელი გაითქვა როლით სერიალში "ტიუდორები", სადაც ანა ბოლეინი ითამაშა.

4. ალფი ალენი (თეონ გრეიჯოი)

კადრი ფილმიდან Sutterstock/კადრი ფილმიდან "სამეფო კარის თამაშები"

მსახიობ კიტ ალენისა და პროდიუსერ ელისონ ოუენის შვილი, სულაც არ არის გასაკვირი, რომ ეკრანზე ბავშვობიდანვეა (მაგალითად შეკხარ კაპურის "ელისაბედში").

5. რორი მაკკანი (სანდორ "ქოფაკი" კლიგანი)

კადრი რეკლამიდან Skott's Poraje Oats /კადრი ფილმიდან "სამეფო კარის თამაშები"

პირველად სამყარომ (უფრო სწორად შოტლანდიამ) მომავალი ქოფაკი ფაფების სარეკლამო კლიპიდან გაიცნო. ამ კომიკურ დებიუტს მოჰყვა საკმაოდ წარმატებული კარიერა ბრიტანულ კინოში და ტელევიზიაში. სხვათაშორის მაკკანმა პეტრე I-ის როლი ითამაშა ტელეფილმში "პეტრე სამოთხეში".

6. ლინა ჰიდი (სერსეი ლანისტერი)

ლინა ჰიდი სერიალ "სამეფო კარის თამაშების" სტარტამდე სერიალის მსახიობებს შორის ყველაზე ცნობილი იყო, რომელმაც მოასწრო ეთამაშა ლილიან კავანის და ტერი ჰილიამის, ზაკა სნაიდერის და მარტა ფაინსის ფილმებში. მიუხედავად ამისა, ჰიდი საერთოდ არ ფიქრობდა სამსახიობო კარიერაზე, მას სტილისტის კარიერა უფრო იზიდავდა.

7. ჩარლზ დენსი (ტაივინ ლანისტერი)

კადრი ფილმიდან "ოქროს თვალი"/კადრი ფილმიდან "სამეფო კარის თამაშები"

"სამეფო კარის თამაშების" რამდენიმე სეზონის მთავარი ინტრიგანი, რომელმაც დაიწყო ბონდიანის ფილმით "მხოლოდ შენი თვალებისთვის", თამაშობდა მეორეხარისხოვან ეფექტურ პერსონაჟებს ან არამზადებს, რომლებიც ასაკის მატებასთან ერთად უფრო მიმზიდველი ხდებოდნენ. ტაივინ ლანისტერის სიკვდილის შემდეგ, მის ფილმოგრაფიაში არამზადების რიცხვი ჯერ კიდევ იზრდება.

8. დაიანა რიგი (ოლენა ტაირელი)

აი ვინ გახდა ვარსკვლავი, ჯერ კიდევ შვიდი სამეფოს ინტრიგების სტარტამდე. როცა დაიანა რიგი მთელი ინგლისურენოვანი სამყაროს ტელეეკრანებზე გამოჩნდა სერიალში "შურისმაძიებლები", თვითონ ჯორჯ რ.რ. მარტინი თორმეტი წლის იყო.

9. იენ გლენი (ჯორაჰ მორმონტი)

გლენი კიდევ ერთი ბრიტანული სახასიათო მსახიობია, რომელსაც სერიალამდე "სამეფო კარის თამაშები" ყველაზე ხშირად ტელეეკრანზე მეორეხარისხოვანი როლების შესრულება უწევდა.

10. ტომ ვლაშიხა (იაკენ ჰ'გარი)

კადრი სერიალიდან "კოვზები"/კადრი ფილმიდან "სამეფო კარის თამაშები"

იგი წარმოშობით აღმოსავლეთ გერმანიიდანაა, 1990-იანი წლების დასაწყისში ნიუ-იორკში შეისწავლა სამსახიობო ხელოვნება, ათწლეულობით მეორეხარისხოვან როლებს თამაშობდა გერმანულ სერიალებში და გერმანულენოვან როლებს ჰოლივუდში. ახლა კი სახეა....უსახოების.

11. ივან რეონი (რემსი ბოლტონი)

ივან რეონმა საოცრად გაითქვა სახელი მუდმივი აუტსაიდერის, საიმონის როლით ფილმში "ნაგავი", სადაც მისი გმირი ძალიან განიცდიდა იმას, რომ ყველასთვის შეუმჩნეველი იყო. არ შეამჩნიო რეონი რემსის შემდეგ- ძალიან რთულია.

12. ჰანა უედინჰემი (სეპტა უნელა)

სანამ დაიწყებდა ტელეკარიერას 2000-იან წლებში, უედინჰემმა, მომღერალმა მესამე თაობაში (ოპერაში მღეროდნენ მისი დედა, ბებია და ბაბუა) მოასწრო გამხდარიყო ვესტ-ენდის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი, სადაც მღეროდა და ცეკვავდა თითქმის ყველა წამყვან მიუზიკლში–და ახლაც იგივეს აგრძელებს, მიუხედავად რადიკალურად ასკეტური როლისა "სამეფო კარის თამაშებში".