"ტოკიო", "ბერლინი", პროფესორი"- ვინ არიან და რას საქმიანობენ "ქაღალდის სახლის" მთავარი მსახიობები | Allnews.Ge

"ტოკიო", "ბერლინი", პროფესორი"- ვინ არიან და რას საქმიანობენ "ქაღალდის სახლის" მთავარი მსახიობები

„ქაღალდის სახლი“, ესპანურად La Casa de Papel, ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალია, რომელსაც ერთგული გულშემატკივრები მთელი მსოფლიოდან ჰყავს. სერიალში, რომლის შემქმნელი ალექს პინაა, სიუჟეტი ესპანეთის მონეტების სამეფო სახლის გარშემო ვითარდება, რომლის ძარცვაც დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა.

სერიალის პრემიერა 2017 წლის 2 მაისს შედგა და ის ესპანურ ტელეარხ Antena 3-ზე გადიოდა. მოგვიანებით ის Netflix-მა შეისყიდა და ძალიან მალე სერიალის რეიტინგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.  სერიალს სულ 2 სეზონი აქვს, რომლებიც 2-2 ნაწილად იყოფა. მე-5 სეზონის გამოსვლა 2021 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი.

ახალი სეზონის პრემიერამდე კი, წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს სერიალის მთავარი გმირების შესახებ. გაფრთხილება! სტატია შეიცავს სპოილერებს!

 

პროფესორი

მონეტების სახლის გაძარცვის იდეის ავტორის- სერხიოს, იგივე „პროფესორის“ როლს სერიალში ალვარო მორტე ასრულებს. ის 45 წლის ცნობილი ესპანელი მსახიობის და უკვე ათობით როლი აქვს შესრულებული. ალვაროს მეუღლე და 2 შვილი ჯულიეტა და ლეონი ჰყავს, რომლებიც იდენტური ტყუპები არიან.

ნაირობი

სერიალის ყველაზე ენერგიული და მეგობრული პერსონაჟის „ნაირობის“ როლს ესპანელი ალბა  ფლორესი ასრულებს. ცნობილ ფილმებსა და სერიალში მონაწილეობის გარდა ის პროფესიით მომღერალია და ამასთან თეატრშიც თამაშობს. მისი მამა, ანტონიო ფლორესი ცნობილი კომპოზიტორი იყო, დედამისი კი თეატრის პროდიუსერია.

ალბა ფლორესი ნახევრად ესპანელი და ნახევრად ბოშაა. ამასთან ის ვეგეტარიანელია და ცხოველების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ხშირად გამოდის. მან რამდენიმე წლის წინ განაცხდა, რომ ლესბოსელია.

ტოკიო

სერიალში ამბის მთხრობელის „ტოკიოს“ როლს მსახიობი ურსულა კორბელო ასრულებს. ის ბარსელონაში დაიბადა და 6 წლიდან გადაწყვიტა, რომ მსახიობი გახდებოდა. პირველი როლი მან 13 წლის ასაკში მიიღო.  ურსულას 30-ზე მეტი როლი აქვს შესრულებული და საუკეთესო მსახიობ ქალად 4-ჯერ დასახელდა.

სერიალის პროდიუსერები კარგა ხანს ფიქრობდნენ თუ რა სახელები უნდა დაერქმიათ მთავარი გმირებისთვის. მსჯელობის ერთ-ერთ მათგანს მაისურზე Tokyo ეწერა, საიდანაც მათთვის ქალაქის სახელების დარქმევის იდეა გაჩნდა.

რიო

ციფრული ტექნოლოგიების სპეციალისტის, რიოს როლს სერიალში მიგელ ჰერანი ასრულებს, რომელიც ბანდის ყველაზე ახალგაზრდა წევრია. სერიალის პირველი სეზონის გადაღების დროს ის მხოლოდ 20 წლის იყო. მიგელის რიგით მე-2 ყველაზე ცნობილი როლია კრისტიანი Netflix-ის სერიალიდან „ელიტა“.

დენვერი

სერიალის ყველაზე უცნაური სიცილის მქონე პერსონაჟის, დენვერის როლის მსახიობი ჯეიმი ლორენტე ასრულებს. 2016 წლიდან დღემდე მან არაერთი როლი შეასრულა. „რიოს“ მსგავსად სერიალ „ელიტაში“ მანაც შეასრულა ერთ-ერთი თინეიჯერის როლი.

სერიალის პროდიუსერების თქმით, იქამდე, სანამ ჯეიმი ლორენტეს „დენვერის“ როლზე აარჩევდნენ, უკვე გადაწყვეტილი იყო, პერსონაჟს საკმაოდ უჩვეულო სიცილი ექნებოდა.

ბერლინი

დაჯგუფების მეთაურის და "პროფესორის" ძმის, ბერლინის როლს მსახიობი პედრო ალონსო ასრულებს. 49 წლის ალონსო ესპანეთში საკმაოდ ცნობილი მსახიობია და მას 50-ზე მეტი როლი აქვს შესრულებული. მსახიობის პროფესიის გარდა ის მწერალი და ხელოვანია.

ის სერიალის ყველაზე საკამათო პერსონაჟია, რომელიც მაყურებელში ერთდროულად დადებით და უარყოფით ემოციებს იწვევს.

მოსკოვი

„დენვერის“ მამის, „მოსკოვის“ როლს 56 წლის მსახიობი პაკო ტოუსი ასრულებს. 2005-10 წლებში ის ესპანურ სერიალ „პაკოს ხალხში“ მთავარ როლს ასრულებდა.

ჰელსინკი

ყველაზე გულჩვილი და დადებითი პერსონაჟის „ჰელსინკის“ როლს სერბი მსახიობი დარკო პერიკი ასრულებს. ის ყოფილ იუგოსლავიის რესპუბლიკაში დაიბადა და ბარსელონაში საცხოვრებლად 2004 წელს გადავიდა. დარკო პერიკი პროფესიონალი კარატისტია.

ოსლო

დაჯგუფების კიდევ ერთი სერბი წევრის როლს მსახიობი რობერტო გარსია თამაშობს, რომელიც სინამდვილეში ესპანელია. ის 20 წლის განმავლობაში ესპანეთის სამხედრო ძალებში მსახურობდა, მსახიობის პროფესიას კი რამდენიმე წლის დაეუფლა.

და + ბონუსი  -  არტურო

არტრუო, იგივე „არტურიტო“, როგორც მას დაჯგუფების წევრები მოიხსენიებენ, მონეტების ბანკის დირექტორია. მის როლს მსახიობი ენრიკე არცე ასრულებს. არცე პროფესიით იურისტია, თუმცა 4 წლის შემდეგ სწავლას თავი დაანება და მსახიობი გახდა.