ჰოლივუდის 10 ვარსკვლავი, რომელიც საზიზღარი ჩვევებით არის ცნობილი | Allnews.Ge

ჰოლივუდის 10 ვარსკვლავი, რომელიც საზიზღარი ჩვევებით არის ცნობილი

მსოფლიოში არაერთი ცნობილი ვარსკვლავია, რომელსაც ხშიად უცნაური და შეუფერებელი ჩვევა ახასიათებს. პაპარაცები ძალისხმევას არ იშურებენ, რომ ისინი ასეთი უახერხული მომენტების დროს დააფიქსირონ.

წარმოგიდგენთ ჰოლივუდის 10 ვარსკვლავს, რომლებიც საზიზღარი ჩვევებით არიან ცნობილი.

1. რობერტ პატინსონის ცხიმიანი თმის საიდუმლო ახსნილია: ის უბრალოდ თმას არ იბანს!

პატინსონი თმის ხშირად დაბანას აუცილებლად არ თვლის. ის აცხადებს, რომ თმას 6 კვირაში ერთხელ იბანს, მაგრამ ამით დისკომფორტს არ განიცდის!

2. ორლანდო ბლუმი 

ბლუმს შეუძლია ერთი და იგივე ტანსაცმელი რამდენიმე დღე ჩაიცვას. ამასთან ის შხაპს იშვიათად იღებს.

3. აქ მეგან ფოქსს არ ველოდით!

ცნობილ მსახიობს და მოდელს ტუალეტის ჩარეცხვა არ უყვარს. ეს სიტუაცია გადასაღებ მოედანზე მისი კოლეგებისთვის ძალიან კრიტიკულა, მაგრამ მსახიობი ამ საზიზღარ ჩვევაზე უარს არ ამბობს.

4. აი, ლინდსი ლოჰანის, სკანდალების დედოფლის მავნე ჩვევა.

მას ერთი საკმაოდ ამაზრზენი ჩვევა აქვს. ლოჰანი საზოგადოებრივ ადგილებში ცხვირში თითის შეყოფას ვერ გადაეჩვია.

5. ბრიტნი სპირსი თითებს იკვნეტს.

ბრიტნი სპირსი ბავშვობიდან თითებს იკვნეტს, როცა ნერვიულობს ან გაბრაზებულია.

6. ჩარლი შინის ცუდი ჩვევა სექსუალური დამოკიდებულებაა!

ამბობენ, რომ ჩარლიმ დაახლოებით 53 ათასი დოლარი გოგონების ესკორტზე დახარჯა. როგორც თავად ინტერვიუში აღიარებს, მას ცხოვრებაში 5 000–ზე მეტი ქალი ჰყავდა.

7. ჯენიფერ ენისტონი

ენისტონი აღიარებს, რომ ვარჯიშის შემდეგ შხაპს არ იღებს.

8. ჯესიკა სიმფსონი კბილების ხშირად გახეხვას ვერ იტანს!

ის დარწმუნებულია, რომ პირის ღრუს თვითწმენდის უნარი აქვს. საინტერესოა, პირის ღრუს უსიამოვნო სუნს როგორ უმკლავდება.

9. კამერონ დიასი უცენზური სიტყვების გამოყენებით არის ცნობილი

დიასის ახლობლები უკვე მიეჩვივნენ, რომ გოგონა ყოველ მეორე სიტყვაზე იგინება.

10. მეთიუ მაკკონეჰი თითქმის 20 წელია დეზოდორანტს არ იყენებს

უცნობია, რა მეთოდს მიმართავს მსახიობი უსიამოვნო სუნის გასაქრობად.