გაიცანით ნორვეგიელი ახალგაზრდა, რომელიც 21-ე საუკუნეში ნამდვილი ვიკინგივით ცხოვრობს | Allnews.Ge

გაიცანით ნორვეგიელი ახალგაზრდა, რომელიც 21-ე საუკუნეში ნამდვილი ვიკინგივით ცხოვრობს

ესპენ ჰატლესკოგი ნორვეგიელი ახალგაზრდაა, რომელსაც თანატოლებისგან გასხვავებით უჩვეულო და განსაკუთრებული ცხოვრება აქვს. 21 საუკუნეში ის ნამდვილი ვიკინგივით ცხოვრობს, აცვია ტრადიციული სამოსი და ძაღლთან ერთად მთელს ნორვეგიაში მოგზაურობს.

 ესპენმა ჩვეულებრივ ცხოვრებაში უარი რამდენიმე წლის წინ თქვა და მოგზაურობა დაიწყო. ამასობაში მან მთელი ნორვეგია მოიარა დასავლეთ სანაპიროს ფიორდებით დაწყებული ქვეყნის უკიდურესი ჩრდილოეთ წერტილით დამთავრებული.

ესპერის მუდმივი თანამგზავრია მისი ძაღლი- ალასკური მალამუტი ფერნისი, რომელიც მოგზაურის ფოტოებში ხშირად ჩანს.

მოგზაურობის პარალელურად ახალგაზრდა სოციალური ქსელების, განსაკუთრებით კი Youtube-ისა და Instagram-ის აქტიური მომხმარებელია. ინსტაგრამის ანგარიშზე სახელწოდებით @pilotviking მას 300 000-მდე გამომწერი ჰყავს.

ხშირად ესპერი და მისი მეგობრები შუა საუკუნეების ტრადიციულ სკანდინავიურ ტანისამოსს, საბრძოლო იარაღსა და აქსესუარებს ირგებენ და შთამბეჭდავ საბრძოლო სცენებს იღებენ, რასაც სოციალურ ქსელებზე საკმაოდ დიდი გამოხმაურება აქვს.