"ტუშონკა", "ჩიტის რძე", "პლომბირი"- პროდუქტები, რომლებიც ყოფილ სსრ კავშირთან ასოცირდება | Allnews.Ge

"ტუშონკა", "ჩიტის რძე", "პლომბირი"- პროდუქტები, რომლებიც ყოფილ სსრ კავშირთან ასოცირდება

ის ადამიანები, რომლებიც საბჭოთა კავშირში დაიბადნენ და ცხოვრობდნენ, ხშირად იხსენებენ იმ პერიოდში ფართოდ გავრცელბულ პროდუქტებს, რომელთა მიმართაც უმეტესად ნოსტალგია აქვთ. გთავაზობთ პროდუქტებს, რომლებიც საბჭოთა კავშირში ფართოდ იყო გავრცელებული და ხალხს დღემდე ახსოვს.

გაზიანი წყალი

გაზიანი წყლის ავტომატები საბჭოთა კავშირში, გასული საუკუნის 30-იან წლებში გამოჩნდა და 90-იანებში, სსრ კავშირის დაშლასთან ერთად, გაქრა.

მწვანე ბანანი

სსრ კავშირში არც თუ ისე გავრცელებული პროდუქტი იყო, იშვიათად შემოდიოდა და ფართო ქსელში თითქმის არ ხვდებოდა, ამოტომ მას მხოლოდ რჩეულები ყიდულობდნენ... მერე რა რომ მწვანე იყო (ქვეყანაში ხელოვნურად დამწიფების საშუალება არ არსებობდა), ამ შემთხვევაში, მთავარი, ეგზოტიკური ხილის შოვნაა...

გამაგრილებელი სასმელი "ტარხუნა"

საბჭოთა კავშირში, ადგილობრივი წარმოების გამაგრილებელ სასმელზე რიგები არასოდეს იყო. ხალხი სასმელების განყოფილებაში მაშინ გროვდებოდა, როდესაც დახლებზე ლიცენზირებული პეფსი-კოლა ჩნდებოდა.

ნაყინი პლომბირი

ვაფლის ჭიქიანი ნაყინი, ყოველგვარი შეფუთვის გარეშე იყიდებოდა. ზემოდან მხოლოდ ქაღალდი ჰქონდა "დაკრული", რომელზეც ფასი, გოსტი და კიდევ რაღაცეები ეწერა.

იმაგე

"მამალო"

ბავშვების საყვარელი ტკბილეული ქარხნული წესით მზადდებოდა და ცალობით იყიდებოდა.

საღეჭი რეზინი

საღეჭი რეზინი საბჭოების ქვეყანაში უფრო ძვირი ღირდა, ვიდრე პური (1 პური - 30 კაპიკი, ხოლო 1 შეკვრა კევი (5 ფირფიტა) – 50 კაპიკი), ამიტომ დაღეჭილ რეზინს არ აგდებდნენ. მას წყალში დებდნენ, რომ მეორე დღეს ისევ გამოეყენებინათ.

"კილკა ტომატში" და "შპროტი"

"კილკა" საბჭოთა კავშირის ნამდვილი სიმბოლო იყო. მარგარეტ ტეტჩერს კონსერვი იმდენად მოეწონა, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, მას თვითონაც მიირთმევდა და თავის საყვარელ კატასაც აჭმევდა.

ამ კონსერვს სსრ კავშირში საკულტო სტატუსი ჰქონდა. მაგრამ კონსერვის პოპულარობა საბჭოთა მოქალაქეებს შორის, მისი ფანტასტიკური გემოთი კი არა, დაბალი ფასით იყო გამოწვეული: 1 ქილა – 33 კაპიკი.

რაც შეეხება შპროტს, ის ბევრად უფრო ძვირი ღირდა – 1 მანეთი და 80 კაპიკი. ამიტომ, ის საზეიმო სუფრებს უფრო ხშირად ამშვენებდა, ვიდრე ყოველდღიურს.

ბურახი

ზაფხულში ცივი ბურახი ყველაზე პოპულარული სასმელი იყო. ბევრი მას ადგილზეც სვამდა და სახლშიც მიჰქონდა ოჯახის წევრებისთვის. ამიტომ, იმ პერიოდში, ძალიან ფასობდა 3 ლიტრიანი ემალირებული ბიდონი, რომლითაც ზაფხულში კვასი მიჰქონდათ სახლში, ხოლო ზამთარში - ხაში, ახლომდებარე სასადილოებიდან (ხაშს ღამე ხარშავდნენ, რომ დილისთვის ყოფილიყო).

შესქელებული რძე

კიდევ ერთი საკულტო პროდუქტი სსრ კავშირში შესქელებული რძე იყო. ის განსაკუთრებით უყვარდათ ბავშვებს და მას პირდაპირ კოლოფიდან სვამდნენ. გარდა ამისა, შესქელებული რძით ე. წ. "გეოლოგების კაკაოსაც" აკეთებდნენ: ჭიქაში ურევდნენ 3 ჩ. კ. რძეს და 1 ჩ. კ. კაკაოს, მდუღარე წყალს ასხამდნენ და კიდევ ურევდნენ.

ხიზილალა

1 კგ. წითელი ხიზილალა 20 მანეთი ღირდა, ხოლო შავი – 40. ის ყოველთვის საბჭოთა მოქალაქის გვერდით იყო, სიხარულსა და მწუხარების ჟამს.

კანფეტი "ჩიტის რძე"

ეს უგემრიელესი კანფეტი სსრ კავშირში 1968 წ. გამოჩნდა. იმ წელს ქვეყნის მრეწველობის მინისტრი ვ. ზოტოვი ჩეხოსლოვაკიაში იყო ოფიციალური ვიზიტით და კანფეტი იქ დააგემოვნა. ისე მოეწონა, რომ მისი წარმოებაში ჩაშვება გადაწყვიტა, მაგრამ საავტორო რეცეპტში ფულის გადახდა არ უნდოდათ და მსგავსი კანფეტი საბჭოთა კონდიტრებმა შექმნეს.

"ტუშონკა" – მოშუშული ხორცის კონსერვი

ქილებში ხორცის მოთუშვის რეცეპტი 1804 წ. ფრანგმა ნიკოლა ფრანსუა აპერმა მოიგონა, ხოლო რუსეთში XIX საუკუნის ბოლოს გამოჩნდა. საბჭოთა კავშირში ის საკულტო პროდუქტად 20-30-იან წლებში იქცა და ქვეყნის არსებობის მანძილზე, მისი მწარმოებელი ქარხნები სრული დატვირთვით მუშაობდნენ – და ტუშონკა ჩვეულებრივი კერძი იყო ოჯახისა და სასადილოს სუფრებზე.