ვინ არის ბრედ პიტის ახალი სიყვარული- მსახიობი 27 წლის პოლონელ მოდელზეა შეყვარებული | Allnews.Ge

ვინ არის ბრედ პიტის ახალი სიყვარული- მსახიობი 27 წლის პოლონელ მოდელზეა შეყვარებული

ჰოლივუდის ვარსკვლავი ბრედ პიტი, ანჯელინა ჯოლისთან დაშორების შემდეგ, ტაბლოიდებმა არაერთ ქალთან დააწყვილეს. წერდნენ მის სასიყვარულო ურთიერთობაზე შარლიზ ტერონთან, ასევე სასიყვარულო ურთიერთობაზე ყოფილ ცოლთან, ჯენიფერ ენისტონთან.

აქამდე გავრცელებული არც ერთი ინფორმაცია ბრედის რომანტიკული ურთიერთობების შესახებ სიმართლე არ აღმოჩნდა. ამჯერად დასავლური ყვითელი პრესა ბრედისა და 27 წლის პოლონური წარმომავლობის, გერმანიაში მცხოვრები მოდელის, ნიკოლ პოტურანსკის სასიყვარულო ურთიერთობაზე წერს.

hellomagazine.com-ის ცნობით, წყვილი ერთად საფრანგეთში შენიშნეს, სადაც დასასვენებლად ერთად არიან. გამოცემის ცნობით, ფიქრობენ, რომ 2016 წელს ანჯელინა ჯოლისთან დაშორების შემდეგ, ეს ბრედ პიტის პირველი სასიყვარულო ურთიერთობაა.

ნიკოლს სამოდელო სამყაროში ნიკო მარის სახელით იცნობენ. ის არის მაღალშემოსავლიანი მოდელი, რომლის ფოტოებიც ისეთი გამოცემების გარეკანზე დაბეჭდეს, როგორებიცაა Harper's Bazzar-ის გერმანული გამოცემა, Elle-ს გერმანული გამოცემა. "დეილი მეილის" ცნობით, გოგონა 5 ენაზე საუბრობს.

ნიკოლს ჰყავს ვაჟი, სახელად ემილი.

ბრედი 56 წლისაა, ის ანჯელინას 2016 წელს ის სკანდალურად დაშორდა. როგორც ცნობილია, წყვილი ერთმანეთს ბრედის ალკოჰოლისადმი მიდრეკილები და ამის გამო ბავშვების მიმართ ცუდი დამოკიდებულების გამო დაშორდა. "მას ჩვენი ოჯახის კეთილდღეობისთვის დავშორდი", - თქვა ანჯელინამ განქოქრწინების შემდეგ თავის ერთ-ერთ ინტერვიუში.

myquiz