როგორ გამოიყურება კერძო სახლი წყნეთის ფიჭვნარში, რომლის ღირებულება 4 მლნ ლარს აღემატება (+ფოტო) | Allnews.Ge

როგორ გამოიყურება კერძო სახლი წყნეთის ფიჭვნარში, რომლის ღირებულება 4 მლნ ლარს აღემატება (+ფოტო)

წყნეთში იყიდება კერძო სახლი, რომელიც 4 243 000 ლარი (1 380 000 აშშ დოლარი) ღირს.

SS.ge-ზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, სახლის საერთო ფართობი 460 კვ.მ-ია, ხოლო ეზოსი -1120 კვ.მ. ამასთან, სახლს აქვს 9 ოთახი, აქედან 5 საძინებელია.

განცხადების თანახმად, ახალაშენებული, გარემონტებული სახლი წყნეთის ფიჭვნარში, ეკოლოგიურად საუკეთესო და პრესტიჟულ უბანში მდებარეობს.

"თანამედროვე სტილის სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი, დიდი აუზით, ბუნებრივი წიწვოვანი ნარგაობის მქონე 1121 კვ.მ ეზოთი, რომელიც კარით უკავშირდება წყნეთის ფიჭვნარის ტყეპარკს. ეზოში არის: ცალკე მდგომი ავტოფარეხი 2 ავტომანქანისთვის, ფართით 78კვ.მ, (რომლის თავზეც მდებარეობს ე.წ"ტალავერი"), დიდი აუზი ფილტაციის და განათების სისტემით (36კვ.მ), ბამბუკის ფანჩატური, დამხმარე ნაგებობები, საძაღლე და სველი წერტილი. ეზო მოპირკეთებულია ბაზალტის ქვით. სახლის პირველ სართულზე განთავსებულია: სამზარეულო საკუჭნაოთი, კაბინეტი, დიდი მისაღები ოთახი მარმარილოს ბუხრით და დიდი მრგვალი ვერანდით, სველი წერტილი და ჰოლი დამხმარე სათავსოთი. მეორე სართულზე მდებარეობს ვერანდა, სველი წერტილი და ხუთი საძინებელი ოთახი, საკუთარი აივნებით. მესამე სართული მანსადული ტიპისაა(100კვ.მ) სამი საკუჭნაოთი (5კვ.მ+10კვ.მ+15კვ.მ) და ვერანდით. სახლის შიდა მოპირკეთებისათვის გამოყენებულია წაბლის ხის მასალა. სახლს გააჩნია მუდმივი წყალი, გაზი, დენი, გათბობა, ინტერნეტი და სიგნალიზაცია",-აღნიშნულია განცხადებაში.

myquiz