სახლი 4 კვ.მ.-ში - საშინელი პირობები, რომლებშიც სამხრეთ კორეის ყველაზე ღარიბი მოსახლეობა ცხოვრობს | Allnews.Ge

სახლი 4 კვ.მ.-ში - საშინელი პირობები, რომლებშიც სამხრეთ კორეის ყველაზე ღარიბი მოსახლეობა ცხოვრობს

როდესაც სამხრეთ კორეაზე ვფიქრობთ, პირველ რიგში, ეგზოტიკური კულტურა, უზარმაზარი ცათამბჯენები, გერმრილი სამზარეულო და განვითარებული ტექნოლოგიები გვახსენდება.

თუმცა, განვითარების მიუხედავად სამხრეთ კორეაში მდიდრებსა და ღარიბებს შორის უთანასწორობა საკმაოდ თვალშისაცემია. ქვეყანაში ათასობით ადამიანი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს.

კორეელმა ფოტოგრაფმა სიმ კიუ-დონგმა გადაწყვიტა ქვეყანაში არსებული რეალობა შელამაზების გარეშე ეჩვენებინა. რამდენიმე დღის განმავლობაში ის კორეის ყველაზე ღარიბ რაიონში- გოშივონში მცხოვრებ ადამიანებს ფოტოებს უღებდა.

მისი თქმით, თითოეული ოთახი მხოლოდ საწოლის, მაგიდისა და რამდენიმე კარადისგან შედგება. სივიწროვის გარდა, ოთახები ერთმანეთისგან თხელი კედლებითაა გამიჯნული, რის გამოც მაცხოვრებლებს მეზობლების ხმა ესმით. სივრცის სიმცირის გამო აქ მცხოვრებ ადამიანებს პირადი ცხოვრება პრაქტიკულად არ აქვთ.

რაც შეეხება ფასებს, სიმი აცხადებს, რომ მათი ფასი 200 აშშ დოლარიდან იწყება. ამასთან, მაცხოვრებლებს საერთო აბაზანისა და საპირფარეშოს გამოყენება უწევთ.

ყველაზ ცუდი კი ის არის, რომ გოვიშონი არ არის ერთადერთი დასახლება, სადაც ხალხი ასეთ საშინელ პირობებში ცხოვრობს. მსგავსი გარეობნები სამხრეთ კორეაში მრავლადაა.

„აქ ძალიან პატარა ოთახებია. იმის გამო, რომ მოსახლეობას სტანდარტული საცხოვრებლების ქირის გადახდა არ შეუძლია, ისინი ასეთ საშინელ პირობებზე თანხმდებიან. აქ ძირითადად ახალგაზრდები ცხოვრობენ, რომლებიც ბედის საძიებლად სეულში გადმოვიდნენ საცხოვრებლად“- აცხადებს ფოტოგრაფი.