11 ქვეყანა მსოფლიოში, სადაც კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა | Allnews.Ge

11 ქვეყანა მსოფლიოში, სადაც კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

მიმდინარე წლის დასაწყისიდან კორონავირუსის პანდემიამ მთელი მსოფლიო მოიცვა. ამ დროისთვის, ვირუსის დაინფიცირებულთა რაოდენობა 14 მილიონს აჭარბებს, გარდაცვლილთა კი 600 000-ს.

დღესდღეობით ვირუსი მსოფლიოს 213 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში, ბრაზილიაში, ინდოეთსა და რუსეთში ფიქსირდება.

თუმცა არის ქვეყნები, სადაც ჯერჯერობით კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებული. წარმოგიდგენთ მათ სიას:

  • კარიბატი (წყნაროკეანური სახელმწიფო მიკრონეზიაში);
  • მარშალის კუნძულები (წყნაროკეანური სახელმწიფო მიკრონეზიაში);
  • ნაურუ (ჯუჯა კუნძული-რესპუბლიკა წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში);
  • ჩრდილოეთ კორეა
  • პალაუ (კუნძულოვანი სახელმწიფო წყნარ ოკეანეში)
  • სამოა (სახელმწიფო წყნარი ოკეანის სამხრეთში);
  • სოლომონის კუნძულები (ქვეყანა ოკეანეთში, წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში)
  • ტონგა (სახელმწიფო-არქიპელაგი წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში)
  • თურქმენეთი
  • ტუვალუ (სახელმწიფო წყნარ ოკეანეში)
  • ვანუატუ (წყნაროკეანური სახელმწიფო მელანეზიაში)

myquiz