ექსპერიმენტი: იდენტური ტყუპი ძმიდან ერთ–ერთი 12 კვირა ვეგანურ კერძებს ჭამდა, მეორე კი ხორციანს | Allnews.Ge

ექსპერიმენტი: იდენტური ტყუპი ძმიდან ერთ–ერთი 12 კვირა ვეგანურ კერძებს ჭამდა, მეორე კი ხორციანს

აინშტაინის "ტყუპების პარადოქსში" ერთ–ერთი ტყუპი მაღალსიჩქარიანი რაკეტით კოსმოსში მიემგზავრება, მეორე კი დედამიწაზე რჩება. როგორც ფარდობითობის სპეციალური თეორია პროგნოზირებს, როცა მოგზაური დაბრუნდება, რადგან უფრო დიდი სიჩქარით მოძრობდა, უფრო ახალგაზრდა იქნება, ვიდრე ის, ვინც დედამიწაზე დარჩა.

ამ ექსპერიმენტში ტყუპები ტერნერები, ჰიუგო და როსი კოსმოსში არ გაემგზავრებიან, მაგრამ ამით მათი ექსპერიმენტი არა ნაკლებ საინტერესოა.

12 კვირის განმავლობაში, იანვრიდან მარტის ჩათვლით, ჰიუგო (მარცხნივ) მხოლოდ ვეგეტარიანულ კერძებს ჭამდა, ხოლო როსი (მარჯვნივ) ხორციან კერძებს.

12 კვირის განმავლობაში, იანვარი – მარტის პერიოდში, ჰიუგო მხოლოდ ვეგეტარიანულ კერძებს ჭამდა, ხოლო როსი ხორციანს. მეცნიერები მათ სხეულის მაჩვენებლების გამოკვლევაში დაეხმარნენ. გარდა ამისა, ისინი კვირაში 5-6-ჯერ გამძლეობაზე ვარჯიშობდნენ, რომ მორიგი ექსპედიციისთვის მზად ყოფილიყვნენ. ექსპერიმენტი დასრულდა და დროა შედეგები განვიხილოთ.

როსის ხორციანი კერძის მაგალითი

ჰიუგოს ვეგანური კერძის მაგალითი

ისინი ერთნაირი რაოდენობის კალორიებს იღებდნენ. მეცნიერები მათ წონას, ქოლესტერინის დონეს და ცხიმების შემცველობას არეგულირებდნენ.

ჰიუგომ ექსპერიმენტი 84 კგ წონით და 13% ცხიმით დაიწყო და საბოლოოდ, 2 კგ დაიკლო და ცხიმის დონე 12%–მდე შეუმცირდა.

სისხლში მისი ქოლესტერინის დონე შემცირდა. ჰიუგო ამბობს, რომ 12 კვირიანი ვეგეტარიანული დიეტის შემდეგ თავს უფრო ენერგიულად გრძნობს, შესაძლოა, იმიტომ, რომ სისხლში შაქრის დონე ისე ხშირად არ ეცემოდა, როგორც ადრე. ამავე მიზეზით მისი ფსიქიკური მდგომარეობაც უკეთესი იყო. თუმცა რამდენიმე ნეგატიური მომენტიც იყო. მისთვის უცნობი მიზეზით მან თქვა, რომ უბრალოდ "თავისი ლიბიდო" დაკარგა, თუმცა აღნიშნავს, რომ მსგავსი ეფექტი შეიძლება ყველას არ ჰქონდეს.

როსმა ექსპერიმენტი 80 კგ წონით და 13% ცხიმით დაიწყო, მან 4 კგ კუნთოვანი მასა და 2 კგ ცხიმი მოიმატა, ორგანიზმში ცხიმის დონე 15%–მდე გაიზარდა და საბოლოოდ წონამ 85 კგ შეადგინა. როსი, რომელიც ძმაზე ყოველთვის ცოტათი დიდი იყო, ამ ექსპერიმენტში არაფრით გამოირჩეოდა. ქოლესტერინის დონე სისხლში 12 კვირის განმავლობაში უცვლელი დარჩა.

ძმებმა შედეგები აწონ–დაწონეს. მეცნიერებმა აღიარეს, რომ ექსპერიმენტის გაგრძელება სურთ, რომ უფრო ზუსტი შედეგები მიიღონ. მათ სურთ, შემდეგი ექსპერიმენტი მინიმუმ 6 თვე გაგრძელდეს.

მეცნიერებმა ექსპერიმენტის დაწყებამდე და შემდეგ განავლის ნიმუშები აიღეს. აღმოჩნდა, რომ ჰიუგოს ნაწლავების მიკრობიომი უფრო გამძლე გახდა ქრონიკული დაავადებების მიმართ, როგორიცაა მე-2 ტიპის დიაბეტი და სიმსუქნე, რაც ამტკიცებს, რომ ვეგანური დიეტა ამ რისკების შემცირებას ხელს უწყობს და მიკრობიომს ეხმარება.

თუმცა, რაც გასაკვირია, ჰიუგოს და როსის ნაწლავების მიკრობიომის მრავალფეროვნება მათი დიეტის გამო დაზიანდა. როსის მიკრობიომი მხოლოდ მცირედით შეინაცვლა, ის უფრო უცვლელი დარჩა, ვიდრე ჰიუგოს.

Intermedia.ge