რატომ არის ნიგოზი გულისთვის მეტად სასარგებლო | Allnews.Ge

რატომ არის ნიგოზი გულისთვის მეტად სასარგებლო

ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული. ამ საკითხზე საინტერესო დასკვნები აქვს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჰარვარდის სკოლის მეცნიერს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს - მარტა გუაშ ფერეს.

ექსპერტის განცხადებით - ნიგოზი სხვა "კაკლებისგან" განსხვავებით დიდი რაოდენობით შეიცავს ალფა-ლინოლენის მჟავას, რითაც აუმჯობესებს ორგანიზმის ლიპიდურ პროფილს და იცავს გულ-სისხლძარღვთა სისტემას დაზიანებისაგან.

გარდა ამისა, მკვლევარმა ყურადღება მიაქცია ნიგვზის ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტურ მოქმედებას.

ბევრად ადრე საბერძნეთში აროკოპიოს უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ D ვიტამინის უხვად შემცველი პროდუქტები იცავენ გულს პათოლოგიისაგან.

კვლევა მიმდინარეობდა 2001-2012 წლებში. მასში მონაწილეობდა 1514 მამაკაცი და 1528 ქალი დიდი ათონის რაიონიდან. D ვიტამინის დაბალი, საშუალო და მაღალი შემცველობით გამორჩეული პროდუქტების გამოყენებისას გულისმხრივი მოვლენები (სტენოკარდიული შეტევები და ინსულტები) შეინიშნებოდა შესაბამისად მამაკაცთა 24, 17 და 12 %-თან, ხოლო ქალების 14, 11 და 10 %-თან (შესაბამისად).

ამგვარად, ნიგვზის რეგულარულად ჩართვა საკვებ რაციონში გულის დაავადებათა პრევენციისთვის უმნიშვნელოვანესია.

myquiz