"არ აქვთ ტელევიზორი და ტელეფონი, გადაადგილებიან ეტლებით"- ვინ არიან რელიგიური ფანატიკოსები, რომლებიც თითქოს მე-19 საუკუნეში ცხოვრობენ | Allnews.Ge

"არ აქვთ ტელევიზორი და ტელეფონი, გადაადგილებიან ეტლებით"- ვინ არიან რელიგიური ფანატიკოსები, რომლებიც თითქოს მე-19 საუკუნეში ცხოვრობენ

მანოტიბა მდებარეობს ბოლივიაში, ქალაქ სანტა-კრუსის ჩრდილოეთით 152 კილომეტრში. მოსახლეობის რაოდენობა 3000-ს შეადგენს. ეს არის პატარა ქალაქი სოფლის სახლებითა და ლამაზი გაზონებით. აქ დღესაც დადიან ცხენებშებმული ოთხთვალებით, მინდვრები და ყანები კი სოიოს და სორგოს ნათესებითაა გადამწვანებული. მენონიტები წყნარ და გაწონასწორებულ ცხოვრებას მისდევენ. ისინი თითქოს მე-19 საუკუნეში არიან დარჩენილები, ხოლო ევროპული მანერები და ტანსაცმელი მათ მკვეთრად გამოარჩევს სხვა ბოლივიელებისაგან.

2020042523164337332-1624613309.jpg

მენონიტები ბოლივიაში 50 წლის წინ დასახლდნენ. უკეთესი საცხოვრებელი ადგილის საპოვნელად მათ მიატოვეს თავიანთი საცხოვრებლები კანადაში, რუსეთში, მექსიკასა და პარაგვაიში. ისინი აქ დასახლდნენ და უარი თქვეს ცივილიზაციის ყოველგვარ სიკეთეზე: მათ არ იციან, რა არის ელექტრობა, არა აქვთ ტელევიზორები და კომპიუტერები, არ უყვართ, როცა ფოტოსურათებს უღებენ... თავიანთ სულიერ მამად ისინი თვლიან მენო სიმონს, რომელიც მე-16 საუკუნეში ევროპაში ცხოვრობდა. სწორედ მის მიმდევრებს უწოდეს "მენონიტები". დღეისათვის ბოლივიაში 60 ათასზე მეტი მენონიტი ცხოვრობს.

2020042522562537332-1624613410.jpg

ისინი იკავებენ იმ ტერიტორიას, რომელიც მათ ბოლივიის მთავრობამ გამოუყო. სწორედ იქ ცხოვრობენ და მუშაობენ ისინი. მენონიტები მთავრობის მიერ დაწესებული გარკვეული პრივილეგიებითაც სარგებლობენ, როგორიცაა რელიგიური შეხედულებების თავისუფლება, სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება და შესაძლებლობა, ჰქონდეთ საკუთარი სკოლა.

ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ მენონიტებს არ უყვართ სურათის გადაღება. მაშინ როგორ გინდა ფირზე აღბეჭდო ადამიანები, რომლებიც გაურბიან ობიექტივს?- სწორედ ამ პრობლემას წააწყდა ფოტოგრაფი ჯორდი რუის ჩერერა, როცა სანტა-კრუსში სპეციალური რეპორტაჟის გასაკეთებლად ჩავიდა. თავის "მოდელებთან" კონტაქტის დამყარება მას ძალიან გაუჭირდა და მხოლოდ ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ გაჩნდა ფოტოპროექტი Los Menonos (მენონიტები).

2020042522564537332-1624613505.jpg

მენონიტების უმრავლესობა, რომლებიც ჯგუფებად ცხოვრობენ ბოლივიასა და პარაგვაიში, სარგებლობენ თანამედროვე ცივილიზაციის ზოგიერთი საშუალებით, მაგრამ რუის ჩირერა იმყოფებოდა დასახლება მანიტობაში, სადაც ძალიან მკაცრადაა დაცული იზოლირება გარესამყაროსთან: აქა არაა ელექტრობა, გასაყიდად ვერსად ნახავთ ალკოჰოლურ სასმელებს და თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებებს. ესპანელი ფოტოგრაფის სურათები ნათელი დადასტურებაა იმისა, თუ როგორ ცხოვრობენ მენონიტები ბოლივიაში.

1. "ყველაზე მეტად მე დამთრგუნა იმ ფაქტმა, რომ აქ არ არსებობს არანაირი ადგილი დასვენებისა და გართობისათვის, აგრეთვე სათამაშოდ", - ამბობს რუის ჩირერა.

2020042522571137332-1624613597.jpg

2. "აქ მხოლოდ ეკლესია და პატარა მაღაზიაა. ვერ ნახავთ ვერანაირ რესტორანსა და კაფეს, ფეხბურთის მოედანსა და პარკებს. მენონიტების ცხოვრება ამოიწურება მუშაობითა და ოჯახზე ზრუნვით", - გვიზიარებს თავის შთაბეჭდილებას ფოტოგრაფი.

3. საზოგადოების წევრებს სასტიკად ეკრძალებათ სურათების და სურათებზე გადაღება. ამ პროცესს აქ ძალიან ნეგატიურად აღიქვამენ.

2020042522573137332-1624613646.jpg

4. იმისათვის, რათა გადაღებაზე თანხმობა მიეღო, ჩერერა სათითაოდ აწარმოებდა მოლაპარაკებას ოჯახის უფროსებთან, რადგან მხოლოდ მათ იცოდნენ ცოტაოდენი ესპანური-მენონიტები ძირითადად გერმანულ ენაზე ლაპარაკობენ.

5. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის უფროსისაგან ნებართვა აღებული ჰქონდა, ხანდახან ჩერერას საათობით უხდებოდა ოჯახის სხვა წევრების დარწმუნება, რომ ისინი გადაღებაზე დაეთანხმებინა. ეს განსაკუთრებით ქალებს შეეხებოდა.

2020042522575137332-1624613744.jpg

6. "მე თითოეულ ოჯახთან სამ-ოთხ დღეს ვატარებდი: ჯერ შორიდან ვუღებდი ფოტოებს, მერე ნელ-ნელა ვთამამდებოდი და ახლო რაკურსით ვახდენდი ფოტოგრაფირებას", - ყვება ფოტოგრაფი.

7. მენონიტების ქალებს აკრძალული აქვთ ოჯახის გარეთ მუშაობა, მათ მხოლოდ ოჯახზე ზრუნვა ევალებათ. სხვა მოვალეობებთან ერთად, მათ ფუნქციაში შედის დღეში ორჯერ ძროხების მოწველა.

2020042523052537332-1624613786.jpg

8. მენონიტების ბავშვებს მხოლოდ კვირაობით აქვთ თამაშის და დასვენების უფლება.

9. მენონიტების სკოლაში ბავშვებს გერმანულ ანბანს ასწავლიან. სკოლაში მხოლოდ 6-12 წლის ბიჭუნები დადიან და ისინი ბიბლიას, ციფრებს და გერმანულს სწავლობენ.

2020042523060637332-1624613834.jpg

10. მანიტობას კოლონიაში ავტომანქანები აკრძალულია, ამიტომ რძე და სხვა პროდუქტები ცხენებიანი ოთხთვალებით გადააქვთ.

11. ეს კი მენონიტი გოგონა ანა ლეტერსია, 16 წლის.

2020042523071837332-1624613896.jpg

12. გოგონებთან ერეთად ბიჭებიც ვალდებული არიან მონაწილეობა მიიღონ ოჯახურ საქმეებში, მათ შორის ძროხების მოწველაში.

13. მენონიტ გოგონებს ზუსტად ერთნაირი კაბები აცვიათ და ტრადიციული მექსიკური შლიაპები ახურავთ. ალბათ ზედმეტია იმის აღნიშვნა, რომ მათთვის ყველანაირი მაკიაჟი, შარვალი, მოკლე კაბა და დეკოლტე უცხოა.

2020042523074037332-1624613937.jpg

14. ეს გოგონა რვა წლის კატარინა მარტინსია, მას პირდაპირ იატაკზე სძინავს. ალბათ ის ვერასოდეს გაიგებს, რომ ამქვეყნად არსებობს ისეთი კომფორტული საგანი, როგორიცაა ორთოპედიული მატრასი.

2020042523082837332-1624613979.jpg

15. "ისინი აბსოლუტურად ერთნაირები არიან: ერთნაირად იცვამენ, ერთნაირ სახლებში ცხოვრობენ, ერთნაირად შრომობენ და ატარებენ დროს, მაგრამ სწორედ ამ მსგავსების წყალობით საზოგადოების შიგნით ისინი ამკვიდრებენ თავიანთ პიროვნულობასა და ინდივიდუალიზმს", - ასკვნის რუის ჩერერა.

2020042523110437332-1624614015.jpg

აი, ასე ცხოვრობენ მენონიტები... საზოგადოებისა და ცივილიზაციისაგან გარიყულნი.

წყარო: intermedia.ge

myquiz