რომელი პროდუქტები დაიცავენ ჩვენს ფილტვებს კორონავირუსის შემთხვევაში? | Allnews.Ge

რომელი პროდუქტები დაიცავენ ჩვენს ფილტვებს კორონავირუსის შემთხვევაში?

ესპანელი დიეტოლოგი ალეხანდრო კონოვასი, სასუნთქი სისტემის და ზოგადად, ორგანიზმის გასაძლიერებლად, გვირჩევს რაციონში შევიტანოთ რამოდენიმე პროდუქტი.

მისი მოსაზრებით, ერთერთი ასეთი პროდუქტი ქათმის კვერცხია. კერძოდ, მასში შემავალი ცხიმში ხსნადი ვიტამინები, მაგალითად ვიტამინი А და მაღალი ხარისხის ცილები.

კონოვასი, ნაწლავის მიკრობიოტის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, გვირჩევს ბრინჯის მიღებას. როგორც ცნობილია, ნაწლავის მიკროფლორის ნორმალური ბალანსი ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას და დადებითად მოქმედებს ფილტვების ფუნქციონირებაზე. ამასთან, მისი თქმით, დამუშავებული პროდუტების მოცულობა, როგორიცაა რაფინირებული ფქვილი და ტკბილეული, მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ.

ესპანეთის პულმონოლოგიისა და თორაკალური ქირურგიის საზოგადოების ხელმძღვანელი ეუსები ჩინერი აცხადებს, რომ რიგ შემთხვევებში, როდესაც კორონავირუსი აზიანებდა ფილტვებს, მძიმე გართულებებისა და შედეგების თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა სწორი კვებისა და ძილის რეჟიმის დაცვის პირობებში.

Mkurnali.ge

myquiz