4 უცნაური ხიდი მსოფლიოში, რომელიც ფიზიკის კანონებს არღვევს | Allnews.Ge

4 უცნაური ხიდი მსოფლიოში, რომელიც ფიზიკის კანონებს არღვევს

ადამიანებმა ხიდების მშენებლობა უძველეს დროში დაიწყეს. იმ პერიოდის ხიდები ძირითადად ხისგან ან ქვისგან მზადდებოდა და მარტივი კონსტრუქცია ჰქონდა. დღეისათვის კი, ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად გაიზარდა როგორც ხიდების ზომა და ფორმა, ასევე მათი მნიშვნელობა და ფუნქციები.

გამოცემა Travel Trivia წარმოგიდგენთ 4 ხიდს მსოფლიოში, რომლებიც ფიზიკის კანონებს არღვევენ.

Gateshead Millennium , ინგლისი

Gateshead Millennium-ის ხიდები ინგლისის მდინარე ტაინზეა აშენებული. ერთმანეთთან ახლოს განლაგებული ორი მსგავსი ხიდიდან ერთი საავტომობილო გადაადგილებისთვის, მეორე კი ქვეითებისთვის გამოიყენება.

ხიდებს მეტად უჩვეულო, რკალური ფორმა აქვთ. მდინარეზე ნავებითა და პატარა გემებით გადაადგილება ხშირია, რის გამოც ხიდები დღის განმავლობაში რამდენჯერმე მთლიანად ჰაერში იწევა და შემდგომ ისევ ქვემოთ ეშვება.

Duge Beipanjiang, ჩინეთი

Duge Beipanjiang-ის ხიდი ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და განსხვავებული ხიდია. ის ზღვის დონიდან 565 მეტრის სიმაღლეზე მდებაროებს და მსოფლიოში ყველაზე მაღლა მდებარე ხიდს წარმოადგენს.

ხიდი ჩინეთის მაღალმთიან რეგიონში მდებარეობს და პროვინციების - იუნანისა და გუიჯოუს ერთადერთი დამაკავშირებელი პუნქტია. აღსანიშნავია, რომ მისი სიმაღლიდან გამომდინარე, ხიდი ხშირად ღრუბლებითაა დაფარული.

მოსეს ხიდი, ნიდერლანდები

მოსეს ხიდი ნიდერლანდებში მდებარეობს და მისი სახელწოდება ბიბლიური თქმულებიდან მომდინარეობს. მისი მშენებლობის იდეა მე-17 საუკუნეში გაჩნდა, როდესაც ქვეყანაში ხშირი იყო ესპანეთისა და საფრანგეთის თავდასხმები.

ჰოლანდიელებს სურდათ არხების მეშვებით მალულად შეძლებოდათ გადაადგილება, რის გამოც მსგავსი ხიდების მშენებლობა დაიწყეს. დღესდღეობით მოსეს ხიდს ყოველდღიურად ასობით ადამინი ნახულობს.

Eshima Ohashi , იაპონია

Eshima Ohashi-ს ხიდს ხშირად მსოფლოს ყველაზე საშიშ ხიდს უწოდებენ. ის იაპონიაში მდებაროებს და ქალაქებს - მაცუესა და მაკაიმინატოს აკავშირებს ერთმანეთთან.

იმის გამო, რომ ქალაქებს შორის გემები ხშირად გადაადგილდებიან საჭირო გახდა ხიდის ცენტრალური ნაწილი ზემოთ აწევა. შედეგად ხიდმა საკმაოდ უცნაური ფორმა მიიღო და მას საკმაოდ დიდი დახრილობა აქვს, რის გამოც ხიდზე გადაადგილება განსაკუთრებით საფრთხილოა.