"თუ ბავშვს ჩვევად არ აქვს საუზმე, ეს შეაფერხებს სწავლის პროცესს" -როგორ უნდა იკვებებოდეს ბავშვი? | Allnews.Ge

"თუ ბავშვს ჩვევად არ აქვს საუზმე, ეს შეაფერხებს სწავლის პროცესს" -როგორ უნდა იკვებებოდეს ბავშვი?

ბევრი მშობელი წუხს, რომ მათი შვილები დილით საუზმის გარეშე მიდიან სკოლაში. გარეთ კი, მეგობრებთან ერთად, ბევრ არასასარგებლო, ჯანმრთელობისთვის საშიშ პროდუქტს ყიდულობენ და მიირთმევენ. როგორი უნდა უნდა იყოს მათი კვება დილით და შესაძლებელია თუ არა, მოსწავლეს გამოვუმუშაოთ ჯანსაღი კვების ჩვევები, ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში "პირადი ექიმი" საუბრობს:

- პირველ რიგში, კვება არის რეჟიმი. თუ ბავშვს აქვს ხარვეზი და ვერ მიეჩვია დილის კვებას, არ აქვს გამომუშავებული საუზმის კულტურა,

ეს შეაფერხებს სწავლის პროცესს და მაღალი რისკის ქვეშ ამყოფებს იმუნურ სისტემას. მრავალი კვლევა ადასტურებს, ბავშვებს, რომლებიც უზმოდ მიდიან სკოლაში და სასკოლო ცხოვრებას მშივრები ატარებენ და ბავშვებს, რომლებიც სწორი პროდუქტებით არიან დანაყრებულები, განსხვავებული რეაქცია აქვთ სხვადასხვა დაავადებაზე. ადვილად შეიძლება დაინფიცირდნენ ის ბავშვები, რომლებსაც არ აქვთ საკმარისი ნაკვებობა. შესაბამისად, თუ ჩვენ ვლაპარაკობთ კვებით ჩვევებზე, მაშინ ამ ჩვევებთან დაკავშირებული სამუშაო ოჯახმა მუცლადყოფნის პერიოდიდან უნდა გასწიოს. მაგრამ წინასასკოლო, წინა ბაღისა და საუნივერსიტეტო მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია.

მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ შევინარჩუნოთ რეჟიმი. უნდა ასაუზმოთ ბავშვები და შეიძლება გაატანოთ ხემსი სკოლაშიც. უპირველეს ყოვლისა, ამაში ვგულისხმობთ ხილს, თუმცა ინტელექტუალურად დატვირთული ჯგუფებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხემსი სასარგებლოც იყოს და კალორიულიც. ასეთია მაგალითად, გამომშრალი ხილისა და თხილის კომბინაცია, რომელიც ძალიან კარგი იქნება ხაჭოსთან ან მაწონთან ერთად. მაგრამ, აქ არის ერთი ძალიან მაღალი რისკი. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ბავშვებზე, განსაკუთრებით მოზარდებზე, მით უფრო, თუ სკოლა შეიცვალეს, წარმოიდგინეთ, ყველა ჩადის ბუფეტში, მიირთმევს სრულიად არასასარგებლო საკვებს და თქვენს შვილს თუნდაც ძალიან სასარგებლო საკვები მიაქვს, თავისი ულუფა, ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რა სირთულის შეიძლება აღმოჩნდეს ეს ბავშვი. ან უნდა დამალოს თავისი საუზმე, დარჩეს მშიერი, ან დამალოს საუზმე და შეუერთდეს მეგობრების იმ ჯგუფს, რომლებიც მიირთმევენ, მაგალითად ჩიფსებს, პოპკორნს, არასასარგებლო ფუნთუშას, ჰამბურგერს, ტკბილეულს და აყოლებენ გაზიან ან ენერგეტიკულ სასმელს.

იხილეთ გაგრძელება

myquiz