ასტრონომებმა გაყინული პლანეტა აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენგან 6 სინათლის წელიწადით არის დაშორებული | Allnews.Ge

ასტრონომებმა გაყინული პლანეტა აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენგან 6 სინათლის წელიწადით არის დაშორებული

ასტრონომებმა გაყინული ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს, რომელიც დედამიწის მასას სულ მცირე სამჯერ აღემატება. ეგზოპლანეტა იმ ვარსკვლავის ორბიტაზე ბრუნავს, რომელიც ჩვენგან 6 სინათლის წელიწადით არის დაშორებული. ცნობილია, რომ ეგზოპლანეტა ბერნარდის ვარსკვლავის ირგვლივ ბრუნავს, რომელიც მზესთან ყველაზე ახლოს მდებარე მარტოხელა ვარსკვლავია. აქედან გამომდინარე, აღნიშნული ეგზოპლანეტა ჩვენთვის ცნობილთა შორის ყველაზე ახლოს მდებარეობს დედამიწასთან.

ეგზოპლანეტის აღმოჩენა 20 წლის განმავლობაში დაგროვილი მონაცემების შეკრების შედეგად გახდა შესაძლებელი, მათ შორის 7 ინსტრუმენტიდან მიღებული 700-ზე მეტი გაზომვის შედეგებიც არის. ის ანალიზი, რომლის შედეგადაც აღმოჩენის გაკეთება გახდა შესაძლებელი დეტალურად არის აღწერილი კვლევაში, რომელიც სამეცნიერო ჟურნალ Nature-შია გამოქვეყნებული. პლანეტა, რომელიც ცნობილია ბერნარდის ვარსკვლავი ბ-ს სახელით სავარაუდოდ, ცუდად არის განათებული თავისი ვარსკვლავის მიერ და ოდნავ ცივია ვიდრე სატურნი. მეცნიერებს სჯერათ, რომ ეს არის ყინულოვანი უდაბნო, სადაც არ არის თხევადი წყალი და საკმაოდ "მტრული" გარემოა, სადაც ზედაპირის საშუალო ტემპერატურა დაახლოებით -274 გრადუსი ფარენგეიტია, რაც -134 გრადუს ცელსიუსს უდრის.

პლანეტა დაახლოებით იმავე მანძილზე არის დაშორებული თავისი ვარსკვლავიდან, რა მანძილზეც მერკურია დაშორებული მზეს, რომელიც დედამიწის ირგვლივ შემოვლას 233 დღეს ანდომებს.

წყარო: CNN

myquiz