მშობლებმა სმარტფონებთან გატარებული დრო უნდა შეზღუდონ - პედიატრების რჩევები | Allnews.Ge

მშობლებმა სმარტფონებთან გატარებული დრო უნდა შეზღუდონ - პედიატრების რჩევები

იმდენად რამდენადაც ბავშვებს სჭირდებათ სმარტფონებთან და სხვა ელექტრონულ მოწყობილობებთან დროის შეზღუდვა, ასევე სჭირდებათ მშობლებს, აღნიშნულია ახალ სტატიაში, რომელიც JAMA Pediatrics-შია გამოქვეყნებული.

სტატიის ავტორების თანახმად, ბავშვები სმარტფონთან დაკავშირებულ ჩვევებს მშობლებისგან ითვისებენ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა თავის მხრივ საკუთარი მოწყობილობები გათიშონ და პრიორიტეტი ბავშვებთან საკმარისი დროის გატარებას მიანიჭონ.

"მობილური მოწყობილობების წყალობით, მშობლებს აქვთ პერსონალური ინტერაქტიული კომპიუტერი, რომელიც შეიცავს მთელს სამუშაოს, სოციალურ, ინფორმაციულ და გასართობ საშუალებებს და ეს ყველაფერი მათ ჯიბეში აქვთ",- თქვა მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორმა ექიმმა ჯენი რადესკიმ, რომელიც მშობლებისთვის დაწერილი სტატიის თანაავტორია.

რადესკიმ, რომელიც ქცევითი პედიატრია, თავის კვლევაში აღმოაჩინა, რომ მშობლები, რომლებიც სრულად ჩართულები არიან და გარე სამყაროს მოწყვეტილები ტელეფონების წყალობით, აქვთ გაცილებით ნაკლები ინტერაქცია შვილებთან, რაც უფრო მეტ კონფლიქტს იწვევს მათთან და დროთა განმავლობაში ბავშვების მხრიდან უფრო მეტ პრობლემურ ქცევას აწყდებიან.

"როდესაც კვლევის ამ ხაზს გავყევი, უკვე იყო მრავალი კვლევა, რომლებიც აჩვენებდნენ, რომ მშობელს, რომელიც დიდ დროს ატარებს ტელევიზორთან, ჰყავს შვილი, რომელიც ასევე დიდ დროს ატარებს ტელევიზორთან",- ჯენი რადესკიმ.

იმის გამო, რომ ბავშვები ფაქტობრივად ზედმიწევნით იმეორებენ მშობლების ქცევას, მშობელმა თავი უნდა შეიკავოს ბავშვების თანდასწრებით ისეთი ქმედებისგან, რომელიც ბავშვს დააზიანებს, სმარტფონების შემთხვევაში, არ უნდა იყოს ტელეფონს მიჯაჭვული მანქანის ტარების დროს და არ უნდა აიგნოროს გარშემომყოფები ელექტრონული მოწყობილობის გამო.

"მშობლების მიერ ეკრანთან გატარებული დრო ამცირებს ბავშვებთან პირისპირ ინტერაქციის დროს, რაც მნიშვნელოვანია ბავშვის ემოციური და ინტელექტუალური განვითარებისთვის"- აღნიშნა, ექიმმა ჯენიფერ შუმ.

აღსანიშნავია, რომ მშობლები, რომლებსაც რამდენიმე დღის განმავლობაში ტელეფონთან წვდომა არ ჰქონდათ, იმის გამო, რომ ის წყობიდან იყო გამოსული ან მისი დატენვა ვერ ხდებოდა, საუბრობენ იმაზე თუ რამდენად მშვიდად გრძნობდნენ თავს, რამდენად სუფთა იყო მათი გონება და კარგად ახერხებდნენ კომუნიკაციას მცირეწლოვან შვილებთან.

წყარო: Reuters

myquiz