ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი ბაქტერიით ევროპაში ყოველწლიურად 33 ათასი ადამიანი იღუპება | Allnews.Ge

ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი ბაქტერიით ევროპაში ყოველწლიურად 33 ათასი ადამიანი იღუპება

ყოველწლიურად ევროპაში ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი ბაქტერიით დაინფიცირების შედეგად 33 ათასი ადამიანი იღუპება. აღნიშნულ ინფორმაციას დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრი კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დაავადებით გამოწვეული ტვირთი ისეთივე მძიმეა, როგორც ერთად აღებული გრიპის, ტუბერკულოზისა და აივ ინფექციის შემთხვევაში.

კვლევამ აჩვენა, რომ ანტიბიოტიკებისადმი რეზიზსტენტული ინფექციის ზემოქმედება 2007 წლის შემდეგ გაიზარდა და ამასთანავე შედარებით გაიზარდა ისეთი ბაქტერიების რაოდენობაც, რომლებიც მდგრადია ყველაზე ძლიერი ანტიბიოტიკის წინააღმდეგაც კი, ისეთი მედიკამეტის წინააღმდეგაც, რომელსაც მკურნალობისას ყველაზე ბოლოს ნიშნავენ, თუ სხვა პრეპარატებმა შედეგი არ გამოიღო.

"ეს შემაშფოთებელია, რადგან ეს მედიკამენტები არის მკურანლობის უკანასკნელი საშუალება რაც კი ხელმისაწვდომია. როდესაც ეს მედიკამენტები ეფექტურობას კარგავს უკიდურესად რთულია, რიგ შემთხვევებში კი შეუძლებელიც არის ინფექციის მკურნალობა"- ნათქავმია დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის განცხადებაში.

სპეციალისტების შეფასებით, ინფექციის გამომწვევი ბაქტერიების 70% სულ მცირე ერთი ანტიბიოტიკისადმი მაინც არის მდგრადი, რომელიც მათ საწინააღმდეგოდ გამოიყენება.
ბაქტერიების ევოლუცია, რომელსაც შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს ერთ ან რამდენიმე სახეობის მედიკამენტს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევაა, რაც დღევანდელი მედიცინის წინაშე დგას.

დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის მიერ სამეცნიორ ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნებული კვლევა ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების 5 სახეობაზეა ფოკუსირებული ევროკავშირისა და ევროპული ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე.

"მედიკამენტრებისადმი მდგრადი ბაქტერიების პრევენციისა და კონტროლის სტრატეგია მოითხოვს კოორდინაციას, როგორც ევროკავშირისა და ევროპული ეკონომიკური ზონის ასევე გლობალურ დონეზე"- ნათქვამია განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ იმის გამო რომ ინფექციების რაოდენობა სახეობა განსხვავდება ქვეყნების მიხედვით პრევენციისა ადა კონტროლისთვის გაწეული ძალისხმევა უნდა შეესაბამებოდეს ეროვნულ ვითარებას.

Business Insider

myquiz