5 ყველაზე დაბინძურებული ადგილი თქვენს სამუშაო ოფისებში | Allnews.Ge

5 ყველაზე დაბინძურებული ადგილი თქვენს სამუშაო ოფისებში

სამსახურამდე მისვლაც კი ბაქტერიების თვალსაზრისით თქვენთვის დიდი გამოწვევაა, რადგან ტრანსპორტი, რომლითაც თქვენ მგზავრობთ, ესკალატორები, მბრუნავი კარიც კი სავსეა მავნე მიკროორგანიზმებით, მაგრამ ბაქტერიების რაოდენობა არც თქვენს სამუშაო ადგილზე  მცირდება. ერთ-ერთი მთავარი ზომა, რომელიც შეგიძლიათ მავნე მიკროორგანიზმებით წინააღმდეგ მიიღოთ არის ხელების ხშირი დაბანა. ამით თქვენ ავად გახდომის რისკს მნიშვნელოვნად ამცირებთ.

გთავაზობთ 5 ადგილს თქვენს ოფისში, სადაც ყველაზე მეტი ბაქტერია იქნება თავმოყრილი.

ლიფტის ღილაკები და ესკავატორის სახელური

ეს თითქმის ყველას ეხება, რომელთა სამუშაო ოთახი პირველ სართულზე არ არის. ლიფტის ღილაკებსა და ესკალატორის სახელურზე მიკროორგანიზმები საკმაოდ მაღალი რაოდენობით ბინადრობენ, იმიტომ რომ აქ ადამიანთა მოძრაობაც ინტენსიურია - ამბობს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ლანგონის სამედიცინო ცენტრის მიკრობიოლოგიისა და იმუნოლოგიის განყოფილების დირექტორი ფილიპ ტიერნო.

ერთ-ერთი კვლევის შედეგად, რომელიც სამედიცინო ჟურნალ Open Medicine -ში გამოქვეყნდა, ცხადი გახდა, რომ ლიფტის ღილაკების 61% დაბინძურებული იყო ბაქტერიებით, მაშინ როცა ტუალეტების მხოლოდ 43% იყო დაბინძურებული ბაქტერიებით. ესკალატორების შემთხვევაში ბაქტერიების მაღალი კონცენტრაციის მიზეზი, შესაძლოა, თავად ის მასალა იყოს, რასაც ხელს ვკიდებთ, ამ შემთხვევაში რეზინა, რომელიც თავის მხრივ იზიდავს მიკროორგანიზმებს.

ხშირი შეხების მსგავსი ადგილები ტიერნოს თქმით, არის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი იმისა, თუ რატომ ხდებიან ადამიანები ავად. მიკრობები ვრცელდება როგორც პირდაპირი გზით - ავადმყოფთან შეხებით, მისი კოცნით ან თუ პირდაპირ ჩვენს სახესთან აცემინებენ, ასევე არაპირდაპირი კონტაქტით, როდესაც დაავადებული ადამიანი ეხება საგანს, ისეთს როგორიც ლიფტის ღილაკია და შემდეგ ჯანმრთელი ადამიანი ეხება იმავე საგანს და შემდეგ ხელს ისვამს პირზე, თვალებზე, ცხვირზე ან უბრალოდ კანზე. იმისთვის, რომ მიკრობიან ზედაპირზე შეხების გამო არ დაავადდეთ ხშირად დაიბანეთ ხელები და დაიბანეთ 15 -20 წამის განმავლობაში, დარწმუნდით, რომ ქაფი ყველგან მოგხვდათ მათ შორის თითებს შორის და ფრჩხილის ქვეშ.

ოფისის კარი

ტიერნოს განმარტებით, კარის სახელური არაპირდაპირი გზით დაინფიცირების კიდევ ერთი გავრცელებული წყაროა. თუმცა, კარის სახელურისთვის გამოყენებულმა მასალამ შეიძლება გითხრათ კიდეც რამდენი მიკრობი ბინადრობს მასზე, რადგან კარის სახელურზე, რომელიც შეღებილი არ არის და არის სპილენძის, თუთიის ან ნიკელის, უფრო ნაკლები ბაქტერია ბინადრობს.

კლავიატურა

მიუხედავად იმისა, რომ სავარაუდოდ თქვენ ერთადერთი ხართ, ვინც კომპიუტერის კლავიატურას ეხება, ის მაინც არის ადგილი, სადაც ყველაზე მეტი ბაქტერია იყრის თავს. ერთ-ერთი კვლევის ავტორებმა, რომელიც ჟურნალ The American Journal of Microbiology-შია გამოქვეყნებული 250 სხვადასხვა კლავიატურიდან ნიმუში აიღეს და აღმოჩნდა, რომ ყველა მათგანი შეიცავდა მიკრობებს. კიდევ ერთმა კვლევამ დაადგინა, რომ კომპიუტერის კლავიატურასა და "თაგვზე" მიკრობების რაოდენობა იმდენად მაღალია, რომ ისინი თავისუფლად შეიძლება გადაედოს ადამიანს თუ მას ხელები დაუბინძურდა. კლავიატურიდა და "თაგვის" ყოველდღიური გაწმენდა ანტიბაქტერიული საშუალებით მიკროორგანიზმების რაოდენობას მოკლავს და მათ რაოდენობას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

საკონფერენციო ოთახის ტელეფონი

ამერიკელები თავის ტელეფონს დღეში დაახლოებით 50-ჯერ ეხებიან, სწორედ ეს არის იმ აღმოჩენის მიზეზი, რაც ერთ-ერთმა კვლევამ გააკეთა, რომ კლასების სტუდენტების ტელეფონები ბაქტერიებითაა დაფარული. ტელეფონზე არსებული მიკრობების უმეტესობა ისეთი არ არის, რომ ადამიანის ავადმყოფობა გამოიწვიოს, თუმცა, კვლევით დადგინდა, რომ ისეთი საზიანო ბაქტერია, როგორიც სტრეპტოკოკია ტელეფონზე დაფიქსირებულია. თუმცა მკვლევარები, როგორც წესი, უფრო მეტად ინტერესდებიან იმ ტელეფონებით, რომლებსაც სხვა ადამიანებთან ვიყოფთ, ისეთი როგორიც საკონფერენციო ოთახში არსებული საერთო ტელეფონია, იმიტომ რომ ამ ტელეფონს ბევრი ადამიანი იყენებს და მათ იშვიათად ასუფთავებენ.

სასადილო ოთახის ყავის ჭიქები

საკმაოდ კარგი მიზეზი გვაქვს იმისთის, რომ გითხრათ, სამსახურში თქვენი პირადი ყავის ჭიქები იქონიოთ. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ოფისში არსებული ყავის ჭიქების 20% შეიცავს ბაქტერიას, რომელიც ჭიქაზე სახიდან მოხვდა.

მომზადებულია Time-ს მიხედვით