ოფისებში ჰაერი 2-5-ჯერ უფრო დაბინძურებულია, ვიდრე ქუჩაში | Allnews.Ge

ოფისებში ჰაერი 2-5-ჯერ უფრო დაბინძურებულია, ვიდრე ქუჩაში

როდესაც პრობლემას ვერ ვამჩნევთ, მისი არსებობის შესახებ არც ვფიქრობთ. მსგავსი პრობლემაა შენობებში ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებელიც. დიახ, არანაკლებ ზიანს გვაყენებს გარემო, სადაც ვმუშაობთ და ყოველდღიურად დღის უმეტესი ნაწილის გატარება გვიწევს.

საოფისე შენობის ფანჯრები მთელი წლის განმავლობაში იშვიათად იღება. ზამთარში, რათა სიცივის შემოღწევა არ მოხდეს, ხოლო ზაფხულში, რადგან კონდენციონერებით ოთახების გაგრილებისას, ფანჯრების გაღება არ შეიძლება. სინამდვილეში, ფანჯრების დაკეტვა ნიშნავს, იმას, რომ თითოეული შენობაში მყოფი ადამიანების ამონასუნთქი ჰაერი შენობაშივე რჩება, რაც ზრდის ნახშირორჟანგის დონეს ოთახში. შედეგად კი, თaვდაპირველად შესაძლოა, ყველაზე პრიმიტიული გამოვლინება, ძილიანობა და თავის ტკივილი მივიღოთ.

8 ნივთი, რომელიც სამუშაო მაგიდაზე არ უნდა დატოვოთ

დაბინძურებული ჰაერისგან მიღებული ზიანი, სიცოცხლის ფასად გვიჯდება. მავნე გარემო დროთა განმავლობაში, სასუნთქი გზების ინფექციების, ფილტვის კიბოსა და ქრონიკული დაავადებების გამომწვევი მიზეზი ხდება.

სამედიცინო ჟურნალმა The lancet 2-წლიანი კვლევა ჩაატარა, რამაც გამოავლინა, რომ ყოველწლიურად 6,5 მილიონი ადამიანი ჰაერის დაბინძურების გამო იღუპება. ამასთან, ყოველწლიურად 800 000 ადამიანი იღუპება სამუშაო სივრცეში დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედებით.

იხილეთ აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს კვლევა: Indoor Air Quality

წყარო: palitravideo.ge

myquiz