როგორ უნდა შევამოწმოთ ყურძენი ყიდვისას, რათა მან არ გვავნოს | Allnews.Ge

როგორ უნდა შევამოწმოთ ყურძენი ყიდვისას, რათა მან არ გვავნოს

ტრანსპორტირებამდე ექსპორტისთვის გამზადებულ ყურძენს, ყველაზე ხშირად გოგირდის დიოქსიდით ამუშავებენ. გარდა გოგირდის დიოქსიდისა, ყურძენზე შესაძლოა იყოს შხამ ქიმიკატების კვალი, რომლითაც მას მოკრეფამდე ამუშავებდნენ, გამომდინარე იქიდან, რომ ყურძნის გარეცხვა მარტივი საქმე არ არის, ხშირია ამ პროდუქტით მოწამლვის ფაქტები. ამიტომ მირთმევამდე შეეცადეთ ყურძენი ცოტა ხნით გააჩეროთ ცივ წყალში და შემდეგ კარგად გარეცხოთ. ნუ შეგაშინებთ თეთრი დაორთქლილი ნადები ყურძენზე, ის ყურძნის ბუნებრივი კონსერვანტია, რომელსაც მცენარე თავად გამოიმუშავებს, ის არ წარმოადგენს საშიშროებას ჯანმრთელობისთვის.

ყურძნისგან არაერთი პროდუქტი მიიღება, მათშორის ღვინო. მეღვინეობა საქართველოში პოპულარული კულტურაა, ღვინის დასაყენებლად სხვადასხვა ჯიშის ყურძენს გემოვნების და იმის მიხედვით არჩევენ, სად რომელი ჯიში უკეთ მოდის. იზაბელა, იგივე ადესა, მუქი ფერის არომატული ყურძნის ჯიშია, რომელიც დასავლეთ საქართველოშია გავრცელებული. ის უსაფრთხო და სასარგებლოა ყურძენია, თუმცა მისგან მომზადებული ღვინო შეიძლება მომაკვდინებელი აღმოჩნდეს. რადგან დაღვინების პროცესში მასში მეთილის სპირტი წარმოიქმნება.

მეთილის სპირტი - იგივე მეთანოლი, უფერო სითხე, ერთატომიანი სპირტი, ადამიანის ორგანიზმში გარდაიქმნება ფორმალდეჰიდად, წარმოადგენს შხამს, მცირე რაოდენობა იწვევს თავბრუსხვევას, გულისრევას, დიდი რაოდენობით ორგანიზმში მოხვედრამ შესაძლოა ადამიანის დაბრმავება ან სიკვდილი გამოიწვიოს. ამიტომ უმჯობესია, თუ იზაბელას ყურძნად მიირთმევთ, ღვინოს კი სხვა ჯიშის ვაზისგან დაამზადებთ.

იხილეთ სრული გადაცემა

ვის ეკრძალება ყურძენი

myquiz