ადამიანი საშუალოდ 5 ათასამდე ადამიანის სახეს იმახსოვრებს - მეცნიერების დასკვნა | Allnews.Ge

ადამიანი საშუალოდ 5 ათასამდე ადამიანის სახეს იმახსოვრებს - მეცნიერების დასკვნა

ადამიანი საშუალოდ 5 ათასამდე სახეს იმახსოვრებს და ადვილად ანსხვავებს მათ ფოტოებზე. ამის შესახებ ბრიტანელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები მეტყველებს.

"ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ზოგიერთებს მხოლოდ 1000 სახე ახსოვთ, მაშინ როდესაც სხვების შემთხვევაში ეს რიცხვი 10 000 უახლოვდება. ეს განსხვავება შეიძლება იყოს გამოწვეული როგორც ტვინის მუშაობის თავისებურებებით, ისევე იმით, თუ სად (ქალაქში თუ სოფელში) იზრდებოდნენ კვლევის მონაწილეები", - აცხადებს იორკის უნივერსიტეტის მეცნიერი რობ ჯენკინსი.

კვლევისთვის მეცნიერებმა აიყვანეს 25 სტუდენტი-მოხალისე და მათ მარტივი თამაში შესთავაზეს - სტუდენტებს რაც შეიძლება მეტი ცნობილი სახე უნდა გამოეცნოთ და აღეწერათ საკუთარი ნაცნობების, ნათესავების და ქუჩაში ნანახი უბრალო გამვლელების სახეები.

ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ მოხალისეებმა რამდენიმე ასეული ნაცნობის სახეები აღწერეს და წარმატებით დაასახელეს პოლიტიკოსების, შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებისა და სხვა ცნობილი მოღვაწეების მესამედი. საშუალოდ, თითოეულ მოხალისეს 5 000-მდე სახე ახსოვდა, თუმცა განსხვავება მათ შედეგებს შორის ძალიან დიდი იყო.

ჯენკინსის თქმით, ასეთი შედეგი იმაზე მეტყველებს, რომ გამოცდილებას და სოციალურ გარემოს ასეთი ტიპის მეხსიერების ფორმირებაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია.

myquiz