Nasa-ს სურს სუპერვულკანში ხვრელის გაკეთება, რათა კაცობრიობა განადგურებისგან დაიცვას | Allnews.Ge

Nasa-ს სურს სუპერვულკანში ხვრელის გაკეთება, რათა კაცობრიობა განადგურებისგან დაიცვას

ჩვენს პლანეტაზე ბევრი ვულკანია და მათი ამოფრქვევის შედეგად დაზარალდებიან ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ ეპიცენტრის სიახლოვეს ცხოვრობენ. თუმცა, იგივე არ ეხება სუპერვულკანებს. იმ შემთხვევაში თუ სუპერვულკანი გაღვიძებას დაიწყებს, დაზარალდება არა მხოლოდ მიმდებარე ტერიტორია, არამედ მთელი პლანეტა. მეცნიერთა მონაცემების თანახმად, დედამიწაზე დაახლოებით 20 სუპერვულკანია, რომლებსაც შეუძლიათ, რომ ზუსტად ერთ წუთში პლანეტაზე მცხოვრები ყველა ცოცხალი ორგანიზმი გაანადგურონ. ერთ-ერთი მათგანი ამერიკაში ვაიომინგის შტატში მდებარეობს და სწორედ მისი დამშვიდება სურს Nasa-ს მასში ხვრელის გაკეთების გზით.

აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს საინტერესო წამოწყების შესახებ გამოცემა Business Insider-ი ყვება. თუმცა, მოდით პირველ რიგში იმაში გავერკვეთ უფრო კონკრეტულად რისი ეშიანია Nasa-ს. საქმე ისაა, რომ სუპერვულკანი არის ვულკანი, რომელსაც ამოფრქვევის შედეგად დედამიწაზე კლიმატის შეცვლა შეუძლია, რაც საბოლოო ჯამში მრავალი ცოცხალი ორგანიზმის სიკვდილს გამოიწვევს. ექსპერტების თქმით, ვულკანის ამოფრქვევის გამო ატმოსფეროს ქვედა ფენების მკვეთრი გაცივება მოხდება, რაც ფერფლის უზარმაზარ ღრუბელთან ერთად ვულკანური ზამთრის დადგომას განაპირობებს. ამასთანავე გაეროს შეფასებით, გაუთვალისწინებელი მდგომარეობის დადგომის შემთხვევაში მსოფლიოს მოსახლეობას საკვების მარაგი მხოლოდ 74 დღის განმავლობაში ეყოფა. შედეგების წარმოდგენა კი არც ისე რთულია.

იელოუსთოუნის ტერიტორიაზე მდებარე ვულკანს მაგმის უზარმაზარი აუზი აქვს, რომელიც ადგილობრივ გეიზერებს აცხელებს. ზოგიერთი მონაცემი იუწყება, რომ ვულკანი ამოფრქვევისთვის მზად არის, სწორედ ამიტომ მოხდა ამის აღკვეთისთვის აუცილებელი პროექტი.

აეროკოსმოსური სააგენტოს წარმომადგენლები გამოდიან წინადადებით სუპერვულკანის მაგმის რეზერვუარის ორივე ნაპირზე 10 კილომეტრის სიღრმის ხვრელი გაკეთდეს, რაც დღითი დღე ტემპერატურის კლებას შეუწყობს ხელს. ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ ხვრელები ზუსტადაც რომ ნაპირებზე უნდა გაკეთდეს და არა ცენტრში, რადგან ეს ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას გამოიწვევს და პირიქით დააჩქარებს რეაქციას.

გარდა ამისა, გამოყოფილი სითბოს საჭიროებისამებრ გამოყენებაც იქნება შესაძლებელი, მაგალითად შეიძლება გეოთერმული მოწყობილობის გაკეთება, რომელიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. თუმცა, მთელს ამ პროექტს ერთი უარყოფითი მხარეც აქვს - მისი ღირებულება.

პირველადი შეფასებით, პროექტის განხორციელება ამერიკის შეერთებულ შტატებს 3,46 მილიარდი დოლარი დაუჯდება.

myquiz