როგორ გახდა სელფი სიკვდილის ახალი მიზეზი - კვლევის საინტერესო შედეგები | Allnews.Ge

როგორ გახდა სელფი სიკვდილის ახალი მიზეზი - კვლევის საინტერესო შედეგები

საუკეთესო სელფის გადაღება შეიძლება, სასიამოვნო პროცესია, მაგრამ როდესაც ამ საქმიანობით ხართ დაკავებული მაშინ, როცა ხელში დატენილი იარაღი გიჭირავთ ან ჩანჩქერის პირას ისეთ ზედაპირზე დგახართ, რომელზეც ფეხი შეიძლება, ადვილად დაგიცურდეთ, შესაძლოა, კიდევ ერთელ დაფიქრება ღირდეს.

CNN-ის ინფორმაციით, ახალი ანგარიშის თანახმად, რომელიც ჟურნალ Family Medicine and Primary Care-შია გამოქვეყნებული, 2011 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის ნოემრის პერიოდში სელფის გადაღებისას 259 ადამიანი დაიღუპა.

კვლევის თანახმად, სელფის გადაღებისას სიკვდილის ყველაზე ხშირი ფაქტები ინდოეათში დაფიქსირდა, მას ფატალური შემთხვევების რაოდენობით რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და პაკისტანი მიჰყვება. მსხვერპლთა დიდი ნაწილი, დაახლოებით 72%, მამაკაცია და მათი ასაკობრივი კატეგორია 30 წელზე ქვემოთაა.

მხოლოდ ინდოეთში ლამაზი ფოტოს გადაღების მცდელობისას 2011-დან 2017 წლამდე 159 ადამიანი მოკვდა.

მიუხედავად იმისა, რომ, როგორც წესი, ქალები უფრო ხშირად იღებენ სელფის, ფატალური შემთხვევებით ძირითადად მამაკაცების მცდელობა სრულდება, რადგან ისინი უფრო დიდ რისკზე მიდიან, მაგალითად დგებიან კლდის ან ჩანჩქერის პირზე.

სელფის გადაღებისას სიკვდილის ყველაზე ხშირი მიზეზი დახრჩობაა. კვლევის თანახმად, უმეტეს შემთხვევაში რისკიანი ფოტომოყვარულები ან გემიდან ცვივდებიან, ან მათ თავს ტალღები ატყდებათ ფოტოს სანაპიროზე გადაღებისას.

მეორე მიზეზად დასახელებულია "ტრანსპორტი" და შემთხვევები, როდესაც ადამიანები, მაგალითად, მიმავალი მატარებლის წინ სწრაფი ფოტოს გადაღებას ცდილობდნენ.

მესამე ადგილს კი ცეცხლი და მაღალი ადგილებიდან ჩამოვარდნა იკავებენ.

8 ადამიანი დაიღუპა, როდესაც საშიშ ცხოველთან ფოტოს გადაღებას ცდილობდა.

გასაკვირი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ამერიკაში დატენილი ცეცხლსასროლი იარაღის მოულოდნელი გასროლის შედეგად იღუპებიან.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სელფის გადაღებისას ფატალური შემთხვევების რაოდენობა მზარდია, რადგან 2011 წელს მსგავსი მხოლოდ სამი ფაქტი დაფიქსირდა მაშინ, როდესაც 2016 წელს რიცხვმა 98-ს მიაღწია.

"ყველაზე ხშირად ახალგაზრდები და ტურისტები ზარალდებიან, რადგან მათ აქვთ განსაკუთრებული სურვილი გამორჩეულად გამოიყურებოდნენ სოციალურ ქსელში ატვირთულ ფოტოზე და სანაცვლოდ ჯილდო მიიღონ Like-ებისა და კომენტარების სახით. თავისთავად, სელფის გადაღება სახიფათო არ არის, მაგრამ ამ პროცესის დროს გამომჟღავნებული ადამიანების ქცევა საშიშია. ადამიანებს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია სარისკო ქმედებებთან და იმ ადგილებთან დაკავშირებით, სადაც სელფი არ უნდა გადაიღონ"-ნათქვამია კვლევაში.

კვლევის ავტორები ამასთანავე გამოდიან ინიციატივით, დაწესდეს ზონები, სადაც სელფის გადაღება აკრძალული იქნება, განსაკუთრებით მთის მწერვალებზე, წყლის მიმდებარე ტერიტორიასა და შენობების სახურავებზე.

myquiz