ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკაში გახდა ქალი, რომლის გამოგონებამაც თვალის ლაზერული ოპერაციის განვითარებას შეუწყო ხელი | Allnews.Ge

ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკაში გახდა ქალი, რომლის გამოგონებამაც თვალის ლაზერული ოპერაციის განვითარებას შეუწყო ხელი

ფიზიკაში ნობელის პრემიის 2018 წლის ლაურეატები ამერიკელი არტურ ეშკინი, ფრანგი ჟერარ მორუ და კანადელი დონა სტრიკლენდი გახდნენ. მათ პრემია ლაზერული ტექნოლოგიების სფეროში გაკეთებული აღმოჩენების გამო მიიღეს.

ამასთანავე დონა სტრიკლენდი ნობელის პრემიიის ისტორიაში მესამე ქალია, რომელმაც პრიზი ფიზიკის დარგში შეტანილი წვლილისთვის მიიღო. ბოლოს ქალმა, ფიზიკის დარგში ნობელის პრემია 55 წლის წინ დაიმსახურა.

მეცნიერი 1959 წელს კანადაში ონტარიოს პროვინციაში მდებარე ქალაქ გუელფში დაიბადა. მან თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი ფიზიკის სწავლასა და სწავლებაში გაატარა და თავის კვლევას ახასიათებს როგორც მხიარულს.

ფიზიკის დარგში თავისი პირველი ხარისხი დონა სტრიკლენდიმ 1981 წელს აიღო დაამთავრა რა მაკმასტერის უნივერსიტეტი.

ის სწავლობდა ოპტიკას ნიუ-იორკში როჩესტერის უნივერსიტეტში. სწორედ როჩესტერის უნივერსიტეტში სტრიკლენდმა და ჟერარ მურუმ აღმოაჩინეს მაღალი ინტენსივობის მქონე მოკლე ლაზერული იმპულსების მიღების შესაძლებლობა, რომლის შედეგადაც შესაძლებელი გახდა მხედველობის კორექტირების მიზნით, ლაზერული ოპერაციების ჩატარება.

სტრიკლენდის განმარტებით, მან ჯერ კიდევ სამუშაო პროცესის დასაწყისში იცოდა, რომ ისინი ულტრათანამედროვე გამოგონებაზე მუშაობდნენ.

"დიახ, ჩვენ ვიცოდით, რომ ეს აღმოჩენა "თამაშის წესებს" შეცვლიდა "- განაცხადა ნობელის პრემიის ლაურიატმა BBC-სთან საუბარში, - "უფრო სწორედ ჟერარდმა იცოდა, მე მითხრა და მეც დავუჯერე".

დონა სტრიკლენდი ონტარიოში ვატერლოოს უნივერსიტეტში 1994 წლიდან ასწავლის. ის ცდილობს რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ადამიანის ყურადღება მიაპყროს მეცნიერებისკენ და დაამსხვრიოს მათი წინასწარ განწყობა, რომლის მიხედვითაც მეცნიერება მოსაწყენი საქმიანობაა.

დონა სტრიკლენდიმ გაკვირვება გამოხატა იმ ფაქტის მიმართ, რომ საკმაოდ დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ფიზიკის დარგში ქალმა მეცნიერმა ნობელის პრემია დაიმსახურა. თუმცა, მისი თქმით, მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, რადგან თუ მისი წინაბორბედი მუშაობის პერიოდში ხშირად დაუფასებელი იყო და სათანადოდ არ ნაზღაურდებოდა, იმ აღმოჩენისთვის გაწეული შრომა, რომლისთვისაც ის 1963 წელს ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა, ახლა თვად სტრიკლენდი მსგავს დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას საკუთარ თავზე ვერ გრძნობს და ამბობს, რომ მას ყოველთვის თანამბრად აღიქვამდნენ და ეპყრობოდნენ, მათ შორის ანაზღაურების მიცემის დროსაც. მეცნიერი იმედოვნებს, რომ ამ მიმართულებით კიდევ ბევრი დადებითი ძვრები იქნება.

myquiz