ქიმიური ნივთიერებები, რომელიც კოსმეტიკურ და ჰიგიენური მოვლის საშუალებებშია, საფრთხეს გვიქმნის | Allnews.Ge

ქიმიური ნივთიერებები, რომელიც კოსმეტიკურ და ჰიგიენური მოვლის საშუალებებშია, საფრთხეს გვიქმნის

ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვადასხვა სახის ქიმიურ ნივთიერებას ვაწყდებით, თუმცა ცუდი ის არის რომ ზოგიერთმა მათგანმა შესაძლოა ავადაც კი გაგვხადოს. ამასთანავე ქიმიური ნივთიერებები შესაძლოა იქ აღმოჩნდეს, სადაც ჩვენ ყველაზე ნაკლებად ველით. გაგაცნობთ სამი ბოლოს ჩატარებული სხვადასხვა კვლევის შედეგებს.

კოსმეტიკაში არსებულ ქიმიურ ნივთიერებას ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზიანება შეუძლია.

ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც ფართოდ გამოიყენება კოსმეტიკურ და ჰიგიენური მოვლის საშუალებებში, ქალის რეპროდუქციულ ჰორმონებში ცვლილების გამოწვევა შეუძლია - ნათქვამია ახალ კვლევაში.

ამერიკაში ვირჯინიის შტატში მდებარე ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა 18-დან 44 წლის ასაკობრივი კატეგორიის 143 ქალის შარდის 500-მდე ნიმუში აიღეს. მათ აღნიშნული ნიმუშები იმ ქიმიურ ნივთიერებებზე შეამოწმეს, რომელიც კოსმეტიკურ პროდუქციაში აღმოაჩინეს, მათ შორის ბენზოფენონი, პარაბენები, ბისფენოლ A და ქლოროფენოლი.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ამ ქიმიურ ნივთიერებებს ქალის რეპროდუქციულ ჰორმონებზე აქვს გავლენა.

მკვლევართა განმარტებით, თუ აღმოჩენა შემდეგი კვლევებითაც დადასტურდა, მაშინ ესტროგენებზე დამოკიდებული დაავადებებისთვის, მათ

შორის მკერდის კიბოსთვის შედეგები შესაძლოა, სერიოზული იყოს.

"აზრი რომელიც ამ კვლევიდან უნდა გამოვიტანოთ არის ის რომ, ჩვენ სავარაუდოდ, უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ იმ ქიმიური ნივთიერებების მიმართ, რომლებიც იმ სილამაზისა და სხვა თავის მოვლის საშუალებებშია, რომლებსაც ჩვენ მოვიხმართ"- ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი, ექიმი ანა პოლაკი.

საწმენდმა საშუალებებმა შესაძლოა, ბავშვების ჭარბწონიანობა გამოიწვიოს

სახლის გავრცელებული საწმენდმა საშუალებებმა შესაძლოა ბავშვის ნაწლავურ ბაქტერიაზე იქონიოს გავლენა და საბოლოო ჯამში მისი ჭარბწონიანობა გამოიწვიოს - ამბობენ კანადელი მკვლევარები.

700-ზე მეტი ახალშობილის საჭმლის მომნელებელი ბაქტერიის გამოკვლევის შემდეგ, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ სამიდან ოთხ თვემდე იმ ბავშვებს, რომელთა სახლები ხშირად იწმინდება სადეზინფექციო საშუალებებით, შეცვლილი ნაწლავური ბაქტერია აღმოაჩნდათ.

ამ ბავშვებს უფრო მეტი შანსი აქვთ, რომ სამი წლის ასაკში ჭარბი წონის პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ, ვიდრე ის ბავშვები რომლეთა სახლები ეკოლოგიურად სუფთა საშუალებებით იწმინდება.

ცნობილია, რომ ნაწლავური ბაქტერია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენს ჯანმრთელობაზე და გარკვეული დაავადებების განვითარებაზე გავლენის მოხდენა შეუძლია.

საფრთხე, რომელსაც ტატუს მელანი მალავს

ტატუ სულ უფრო პოპულარული ხდება დასავლეთის ქვეყნებში, თუმცა დერმატოლოგიისა და ვენეროლოგიის ევროპული აკადემია გვაფრთხილებს, რომ შეზღუდვები და მოთხოვნები, რომლებიც ტატუს გასაკეთებელ მელანში არსებულ ნივთიერებებს ეხება, ჯანმრთელობის უსაფრთხოებას არ უზრუნველყოფს.

დერმატოლოგიისა და ვენეროლოგიის ევროპული აკადემიის თანახმად, ტატუს მელანი ატარებს ბაქტერიული დაინფიცირების, ალერგიისა და ტოქსიკური ზემოქმედების რისკებს. ამჟამად სამიდან ყოველი ორი ადამიანი საკუთარ თავზე ტატუს გაკეთების გვერდით მოვლენებს განიცდის. უფრო ადრე ჩატარებულმა კვლევებმაც აჩვენა, რომ ტატუს ზოგიერთი მელანი ისეთ ბაქტერიებს შეიცავს, როგორიც სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი და ფსევდომონაა. გარდა ამისა, ტატუს მელანი შედგება საღებავების, პიგმენტებისა და დანამატებისგან, ზოგიერთი მათგანი კი მძიმე მეტალსაც შეიცავს, რომელსაც ტოქსიკური ეფექტის ან ალერგიის გამოწვევა შეუძლია.

ადამიანებს, რომლებსაც გულთან დაკავშირებული პრობლემები ან დიაბეტი აწუხებს და დაბალი იმუნიტეტი აქვს ინფექციის შეჭრის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არის და სასურველია ტატუ არასდროს გაიკეთოს. ადამიანს, რომელსაც ამის მიუხედავად ძალიან სურს ტატუს გაკეთება პირველ რიგში კონსულტაცია ექიმთან უნდა გაიაროს და აუცილებლად ტატუს სერთიფიცირებულ სალონში წავიდეს.

myquiz