12 რამ, რასაც სკოლაში არასწორად გვასწავლიან | Allnews.Ge

12 რამ, რასაც სკოლაში არასწორად გვასწავლიან

სკოლაში ზოგჯერ ისეთ რამეს გვასწავლიან, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. Thisisinsider-მა შემოგვთავაზა 30 მითი, რასაც სკოლებში ასწავლიან და რაც სიმართლე არ არის. გთავაზობთ 12 მათგანს:

1. რატომ იცვლიან ქამელეონები ფერს

როგორც ცნობილია, ქამელეონები კანის ფერს იმის ფერის მიხედვით იცვლიან, რასაც შეეხებიან ან რა გარემოშიც ხვდებიან. სინამდვილეში კი ქამელეონები კანის ფერს იცვლიან მაშინ, როდესაც სურთ სხეულის გარკვეული ტემპერატურის შენარჩუნება ან მაშინ, როდესაც სურთ სხვა ქამელეონებთან კომუნიკაცია. ამასთან, შეიძლება ითქვას რომ გარემოს მიხედვით ფერს მელანთევზი უფრო იცვლის, ვიდრე ქამელეონი.

2. ქრისტოფერ კოლუმბმა აღმოაჩინა ამერიკა

როგორც ყველას ასწავლიან, ამერიკა კოლუმბის აღმოჩენილია. 2005 წელს მიჩიგანის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელების 85% მიიჩნევდა, რომ ამერიკის კონტინენტი კოლუმბმა აღმოაჩინა, სინამდვილეში პირველ რიგში ამერიკელები იქ უკვე ცხოვრობდნენ და ის აღმოჩენილი იყო, ამასთან პირველი ევროპელი, ვინც ამერიკის კონტინენტზე ფეხი დადგა ისტორიკოსების თქმით, იყო ვიკინგი ლიფ ერისონი, რომელმაც გრენლანდიიდან კანადამდე ჯერ კიდევ მე-10 საუკუნეში იმოგზაურა.

3. ენის გარკვეული ნაწილები სხვადასხვა გემოს შეგრძნებაზეა პასუხისმგებელი

როგორც ცნობილია, ენის უკანა მხარე მწარე გემოს შეგრძნების შესაძლებლობას გვძალევს, წინა მხარე კი ტკბილის, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ვინაიდან გემოს რეცეპტორები მთელს ენაზეა გაფანტული და ყველა ნაწილს შეუძლია ნებისმიერი გემოს შეგრძნება.

4. ნიუტონმა გრავიტაცია მაშინ აღმოაჩინა, როდესაც თავზე ვაშლი დაეცა

ლეგენდა ვაშლის შესახებ მთლად სიმართლეს არ შეესაბამება, ის მითია. სინამდვილეში ვაშლი კი არ დაეცა ნიუტონს თავზე, არამედ მან გრავიტაციის შესწავლა მას შემდეგ დაიწყო, რაც დაინახა თუ როგორ ჩამოვარდა ვაშლი ხიდან.

ამის შესახებ თავად ნიუტონის მემუარებში შეგიძლიათ წაიკითხოთ.

5. ალბერტ აინშტაინი სკოლაში ცუდად სწავლობდა და მათემატიკის გამოცდა ვერ ჩააბარა.

ეს მართლა ძალიან მიმზიდველი ამბავია ბავშვებისთვის, თუმცა, მათ შეიძლება იფიქრონ რომ მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში კარგად არ ისწავლი, მერე შეიძლება გამომგონებელიც კი გახდე.

სინამდვილეში აინშტაინი შესნიშნავი სტუდენტი იყო და მათემატიკასაც კარგად სწავლობდა. მითი ამის შესახებ შესაძლოა, იქიდან გაჩნდა, რომ ის ციურიხის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში მისაღებ გამოცდებში ჩაიჭრა.

6. ჩინეთის დიდი კედელი ადამიანის მიერ შექმნილი ერთადერეთი ნაგებობაა, რაც კოსმოსიდან ჩანს

ეს არ არის სიმართლე, ვინაიდან პირველ რიგში, ადამიანის ხელით შექმნილი ნაგებობა შეიძლება ჩანდეს თანამგზავრიდან, მაგრამ ის ვერ გამოჩნდება მთვარიდან, ამიტომ კოსმოსიდან ჩანს ვერ ვიტყვით.

ამას გარდა, ნაგებობების დანახვა დამოკიდებულია ამინდზე და იმაზე, თუ რამდენად შორს ვართ დედამიწიდან. უფრო მეტიც, კარგ ამინდში, ასტრონავტებს საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან შეუძლიათ დაინახონ გიზის პირამიდა, დიდი ქალაქები და დიდი ხიდებიც კი.

7. ადამიანები ტვინის მხოლოდ 10%-ს იყენებენ

შესაძლოა, ეს თქვენ სკოლაში ისწავლეთ, თუმცა, ეს სიმართლე არ არის.

თუ რა უდევს ამ მითს საფუძვლად, უცნობია. მეცნიერები ამბობენ, რომ ტვინის გარკვეულ ნეირონებს ჩვენ შეიძლება მუდმივად არ ვიყენებთ, მაგრამ ტყუილია, რომ ტვინის 90% მუდმივად არააქტიურია.

8. ღამურები ვერ ხედავენ

ეს მითია. სინამდვილეში, ღამურები იმაზე უკეთ ხედავენ, ვიდრე ადამიანების უმრავლესობა. როგორც ღამურების კონსერვაციის ორგანიზაციის დირექტორი, რობ მაისი ამბობს, დიდი ზომის ღამურები ადამიანებზე სამჯერ უკეთ ხედავენ.

9. საღეჭი რეზინი გადაყლაპვის შემთხვევაში, ორგანიზმში 7 წელს რჩება.

საღეჭი რეზინი მართლაც რჩება ორგანიზამში გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მაგრამ არა წლობით. უბრალოდ მას სხვა საკვებისგან განსხვავებით, კუჭი ვერე ამუშავებს.

რა ხდება თქვენს ორგანიზმში საღეჭი რეზინის გადაყლაპვის შემთხვევაში?

10. აქლემები წყალს კუზში ინახავენ

შესაძლოა ამ დრომდე გეგონათ რომ აქლემები კუზს წყლის შესანახავად იყენებდნენ, თუმცა ეს არ არის სიმართლე. ისინი წყალს კი არა, ცხიმს ინახავენ. კუზში შენახული ცხიმი მათ შორ მანძილზე მოგზაურობის დროს სჭირდებათ, რომელსაც როგორც საკვების დანამატს იყენებენ. Animal Planet-ის ცნობით, აქლემს შენახული ცხიმით შეუძლია სამი კვირის სამყოფი საკვები ჩაანაცვლოს.

11. თუ ბევრ სტაფილოს შეჭამ, მხედველობა გაგიუმჯობესდება

ამ მითის გავრცელების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა, იგი პოპულარული მეორე მსოფლიო ომის დროს გახდა, როდესაც ბრიტანელმა სამხედრომ შეძლო თვითმფრინავების ჩამოგდება. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია რომ ჯარისკაცის კარგი მხედველობა სტაფილოს დამსახურება იყო. მიუხედვად იმისა, რომ შეიძლება ითქვას, რომ ვინაიდან სტაფილო მდიდარია A ვიტამინით, იგი მხედველობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებაში ვერ დაგეხმარებათ.

საქართველოში ახლომხედველთა რიცხვი იზრდება - პრობლემაზე ოფთალმოლოგი მანანა შეროზია საუბრობს

12. რძე სასარგებლოა ყველასთვის

დიახ, ეს მართალია, რძეს არაერთი სარგებლის მოტანა შეუძლია ორგანიზმისთვის, ეს ხელს აძლევს რძის მწარმოებლებს, რომ პროდუქტის რეკლამირებისას, სწორედ ამას გაუსვან ხაზი. ადამიანები, ერთადერთი ძუძუმწოვები არიან, რომლებიც მოზარდობისას რძეს მიირთმევენ. იგი მართლც ეხმარება ჩვილებს გაზრდაში, მაგრამ არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ მას არანაირი სარგებლის მოტანა არ შეუძლია მოზარდებისთვის.