მედიკოსებმა ქიმიოთერაპიის უსაფრთხო ალტერნატივას მიაგნეს | Allnews.Ge

მედიკოსებმა ქიმიოთერაპიის უსაფრთხო ალტერნატივას მიაგნეს

მიუხედავად იმისა, რომ ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ საკმაოდ ბევრი მეთოდია შემუშავებული, მათ დიდ ნაწილს საკმაოდ ბევრი გვერდითი ეფექტი აქვს, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე მთლიანობაში. ამიტომ მეცნიერები არ წყვეტენ მკურნალობის ისეთი მეთოდების ძიებას, რომელთა გამოყენებისას დაავადებული უჯრედების განადგურების პარალელურად ჯანსაღი უჯრედებიც არ განადგურდება. უნდა აღინიშნოს, რომ ცოტა ხნის წინ მედიკოსებმა მსგავს მეთოდს მიაგნეს. მკურნალობის მექანიზმი გენების გააქტიურებისკენ არის მიმართული, რომლებიც ორგანიზმს ეხმარება ბუნებრივი გზით ებრძოლოს ნებისმიერი ზომის, სტადიისა და ლოკაციის სიმსივნურ წარმონაქმნს.

როგორც ცნობილია სიმსივნური უჯრედები ზოგადად უჯრედის დაყოფის პროცესის დარღვევის შედეგად წარმოიქმნება და ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ ონკოლოგიური დაავადების განკურნება გენი-სუპრესორის პროდუქტის გაძლიერების წყალობით არის შესაძლებელი, რომელიც მიმართულია უჯრედის დაყოფის პროცესის შეჩერებისკენ, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა. მაგრამ არც თუ ისე დიდი ხნის წინ ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა, პროფესორ ბრიუს ცეტერის ხელმძღვანელობით, შეძლო არა მხოლოდ ამ თეორიის დასტურის პოვნა, არამედ პირველი ექსპერიმენტული პრეპარატის შემუშავებაც.

"ჩვენი მეთოდის არსი მდგომარეობს სიმსივნური უჯრედების ზრდის სტაბილიზაციაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ ვაბრუნებთ მათ ნორმალურ მდგომარეობაში ანუ იმ ვითარებაში როდესაც ისინი ჯერ კიდევ არ იყვნენ სიმსივნური წარმონაქმნები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ახალი მიდგომა შეიძლება იყოს მკურნალობის როგორც დამოუკიდებელი მეთოდი, ასევე უკვე არსებული მეთოდების დამატება".

რამდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი, რომ მედიკოსებმა მკერდის მეოთხე სტადიის სიმსივნის განკურნება იმუნური თერაპიის მეშვეობით შეძლეს. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტექნოლოგიური წინსვლისა და ბევრი სამეცნიერო მიღწევის მიუხედავად, კიბო სიკვდილიანობის გამომწვევი ნომერ პირველ მიზეზად რჩება. კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით, მიმადინარე წელს დაავადაბას 9,6 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირება.

myquiz