ისტორიაში პირველად ექიმებმა განკურნეს ქალი, რომელსაც მკერდის მეოთხე სტადიის კიბო ჰქონდა | Allnews.Ge

ისტორიაში პირველად ექიმებმა განკურნეს ქალი, რომელსაც მკერდის მეოთხე სტადიის კიბო ჰქონდა

ისტორიაში პირველად ექიმებმა განკურნეს ქალი, რომელსაც მკერდის მეოთხე სტადიის კიბო ჰქონდა. აღნიშნულ ინფორმაციას აშშ-ის კიბოს ეროვნულ ინსტიტუტზე დაყრდნობით, World Economic Forum ავრცელებს. ექიმებმა დაავადების დასამარცხებლად ქალის იმუნური უჯრედები გამოიყენეს.

"გარდიანის" ინფორმაციით, მედიკოსებმა ექსპერიმენტული თერაპიისთვის ფლორიდაში მცხოვრები 49 ინჟნერი, ჯუდი პერკინსი, მაშინ აირჩიეს, როდესაც დაავადების წინააღმდეგ მკურნალობის ყველა ტრადიციული მეთოდი უძლური აღმოჩნდა და არც რამდენჯერმე ჩატარებულმა ქიმიოთერაპიამ გამოიღო შედეგი. სიმსივნე კი უკვე 49 წლის ქალის ორგანიზმში იყო გავრცელებული. ტრადიციული მეთოდით მკურნალმა ექიმებმა ქალს სიცოცხლის რამდენიმე წელი მისცეს.

ამერიკის შეერთებული შტატების კიბოს ეროვნული ინსტიტუტის ექიმებმა ექსპერიმენტული თერაპიის მსვლელობისას იმუნოთერაპია გამოიყენეს.

მკურნალობის დროს მედიკოსებმა პაციენტის იმუნური სისტემიდან ის უჯრედები შეარჩიეს, რომლებიც ყველაზე ძლიერები შეიძლება, ყოფილიყვნენ კიბოსთან საბრძოლველად. მსგავსი უჯრედების პოვნის შემდეგ, ექიმებმა მილიონობით მსგავსი უჯრედი ლაბორატორიაში გაზარდეს და შემდეგ ყველა ერთად პაციენტის ორგანიზმში დააბრუნეს, სადაც ეს იმუნური უჯრედები კიბოს უჯრედებს დაუპირისპირდნენ და მათი განადგურება დაიწყეს.

პროცედურიდან თითქმის ორი წლის შემდეგ პაციენტი კიბოსგან სრულიად თავისუფალია.

წელს სიმსივნის შედეგად 9,6 მილიონი ადამიანი დაიღუპება - კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, კიბო სიკვდილიანობის გამომწვევი მეორე მოწინავე მიზეზია. მკერდის კიბო კი 2015 წელს 571 ათასი ადამიანის სიკვდილზე იყო პასუხისმგებელი.

myquiz